საქართველოს 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, მთავრობამ საარბიტრაჟო დავებში მონაწილეობისთვის 16,651,633 ლარი გადაიხადა. ამ თანხის გამოყოფა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მოხდა.
ფინანსთა სამინიტროს დოკუმენტის მიხედვით, შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ხელი 2019 წლის 15 თებერვალს მოაწერა და მის ფარგლებში შემდეგი სახის იურიდიული მომსახურება შეიძინეს:
"საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით სახელმწიფოს წარმომადგენლობის განხორციელების მიზნით, იურიდიული კომპანიებისგან იურიდიული მომსახურების შესყიდვის, შესაბამისი საარბიტრაჟო და სასამართლო ხარჯების, მოწმეებისა და უცხოელი ექსპერტების საარბიტრაჟო და სასამართლო პროცესში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კომპლექსურ საქმეებზე დავების საწარმოებლად იურიდიული მომსახურების შეყიდვის, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეების უცხო ქვეყანაში არამართლზომიერად გადაადგილებისა და დაკავების საქმეების უცხო ქვეყანაში წარმოებისა და ბავშვების საქართველოში დაბრუნების, საქართველოს მოქალაქეების ჰუმანიტარული საჭიროების უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებული სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და საქართველოს კანონმდებლობით მათთან დაკავშირებული გადასახადების დასაფინანსებლად,"- ნათქვამია ბიუჯეტის ანგარიშში.
ჯამურად მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯებმა 2019 წელს 54,596,494 ლარი შეადგინა.