მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს სამთომოპოვებით სექტორში FDI 9.5%-ით გაიზარდა

5e7c6621057b7
ვიქტორია მღებრიშვილი
26.03.20 12:32
991
2019 წელს სამთომოპოვებით სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 9.5%-ით გაიზარდა და 68.7 მლნ დოლარი შეადგინა (2018 წელი - 62.2 მლნ დოლარი).

BM.GE-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი წინასწარი მონაცემების მიხედვით, გასულ წელს სამთომოპოვებით სექტორში ინვესტირებით ყველაზე მეტად ნიდერლანდები ინტერესდებოდა.

ინვესტორი ქვეყნების ტოპ-10-ეული კი ასე გამოიყურება:

1. ნიდერლანდები - 64.8 მლნ დოლარი;
2. აშშ - 1.9 მლნ დოლარი;
3. ვირჯინის კ-ები (ბრიტ.) – 798.3 ათასი დოლარი;
4. ჰონგ-კონგი - 500.3 ათასი დოლარი;
5. გაერთიანებული სამეფო - 172.0 ათასი დოლარი;
6. თურქეთი - 114.4 ათასი დოლარი;
7. ბაჰამები - 94.0 ათასი დოლარი;
8. აზერბაიჯანი - 24.8 ათასი დოლარი;
9. უკრაინა - 13.6 ათასი დოლარი;
10. ბულგარეთი 13.6 ათასი დოლარი.

რაც შეეხება ინვესტორ კომპანიებს, რომლებმაც გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სამთომოპოვებით სექტორში განახორციელეს, მათი ათეული შემდეგნაირია: ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ის ფილიალი საქართველოში; შპს კასპიან ველ სერვისის საქართველო-ს ფილიალი საქართველოში; შპს გელათი 2007; სს RMG Copper; შპს RMG Gold; სს ბოლნისის ტუფი; უცხოური საწარმოს ფილიალი ჯიენვი ჯორჯია; Georgia oil & Gas limited-ის ფილიალი საქართველოში; შპს ენ-ვი-პი ჯორჯია; VECTRA PETROLEUM LIMITED GEORGIA BRANCH OFFICE.

შენიშვნა: ორგანიზაციები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები