მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი $1.8 მილიარდამდე, მშპ-ის 10%-მდე შემცირდა

624580c0e20a8
შოთა ტყეშელაშვილი
31.03.22 15:24
1129
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს საქართველოს საგადასახდელო ბალანსი ანუ ქვეყანაში შემომამავალი და გამავალი სავალუტო ნაკადების მოცულობა დეფიციტური იყო. თუკი 2020 წელს დეფიციტი გაორმაგდა და $1.96 მილიარდი (მშპ-ს 12%) გახდა, 2021 წელს დეფიციტი შედარებით შემცირდა და $1.83 მილიარდი დოლარი, ანუ მშპ-ს 9.8% იყო.

მიმდინარე ანგარიშის ბალანსი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინდიკატორია და ის ქვეყნის ეკონომიკაში სავალუტო ნაკადების მოძრაობას ასახავს. საქართველოს შემთხვევაში როგორც წესი ეს ბალანსი დეფიციტურია, ანუ FDI-ს, ტურიზმის და ექსპორტის მეშვეობით შემომავალი ნაკადები უფრო მცირეა, ვიდრე გამავალი სავალუტო ნაკადები, რომლებიც ძირითადად იმპორტული საქონლის შესყიდვას უკავშირდება. მნიშვნელოვანია დეფიციტის მოცულობაც. რაც უფრო მაღალია დეფიციტი, მით უფრო მკვეთრია დისბალანსი. როგორც წესი დეფიციტის მოცულობა ფასდება არა აბსოლუტურ რიცხვებში, არამედ ის ქვეყნის მშპ-ს დარდება. მაგალითად, 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი $957 მილიონი დოლარი, ანუ მშპ-ს 5.1% იყო. 2020 წელს ტურიზმის და ექსპორტის კლებიდან გამომდინარე დეფიციტი გაორმაგდა და $1.96 მილიარდამდე, ანუ მშპ-ს 12.3%-მდე გაიზარდა, 2021 წელს კი ის $1.83 მილიარდამდე, მშპ-ს 9.8%-მდე შემცირდა.

უშუალოდ 2021 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიცი 531 მილიონი დოლარი იყო.

“2021 წლის მეოთხე კვარტალში მიმინარე ანგარიშის დეფიციტმა 531.1 მლნ აშშ დოლარი (1.7 მლრდ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მეოთხე კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 5.9 პროცენტით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა -13.2 პროცენტიდან -9.6 პროცენტამდე შემცირდა. მთლიანად 2021 წლისთვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-სთან ფარდობამ 9.8 პროცენტს შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, 2021 წლის მეოთხე კვარტალში, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 21.3 პროცენტით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი) შეადგინა ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 35.3 პროცენტით, ხოლო იმპორტი 29.4 პროცენტით გაიზარდა,”- წერს საქართველოს ეროვნული ბანკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები