მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წლის არჩევნები - რა თანხები დახარჯეს პარტიებმა?

621371471b721
BM.GE
21.02.22 15:05
1143
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების და 31 ოქტომბრის მეორე ტურის საბოლოო ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო პერიოდში გაწეულ ხარჯებზე, რომლებიც მათ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინეს. ანგარიშგებების თანახმად, მთლიანი ხარჯების ⅔-ზე მეტი მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” გაიღო.

სახელმწიფო აუდიტისთვის წარდგენილი ფინანსური დეკლარაციების თანახმად, საანგარიშო პერიოდში არჩევნებში რეგისტრირებულმა 42-მა სუბიექტმა (პოლიტიკურმა პარტიამ) ჯამურად 27,216,636 ლარის ოდენობის ხარჯი გასწია. აღნიშნულმა 13-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა 2 აგვისტოდან 13 ნოემბრის ჩათვლის სულ 26,927,444 ლარის ოდენობის ხარჯი გასწია, რომლის 67% – 17,933,274 ლარი „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოზე” მოდიოდა, 2,991,616 ლარის ხარჯით მეორე ადგილზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მესამეზე კი – „ლელო” 2,466,286 ლარით.

პოლიტიკური პარტიების დეკლარირებული საარჩევნო ხარჯები:

● „ქართული ოცნება" - 17,933,274 ლარი;
● „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 2,991,616 ლარი;
● „ლელო“ - 2,466,286 ლარი;
● „გახარია - საქართველოსთვის” - 1,169,275 ლარი;
● „ევროპული საქართველო - მოძრაობა - 691,723 ლარი;
● „გირჩი” - 611,640 ლარი;
● „მესამე ძალა” - 288,436 ლარი;
● „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ - 269,372 ლარი;
● საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 230,777 ლარი;
● „ევროპელი დემოკრატები” - 102,842 ლარი;
● „პროგრესი და თავისუფლება” - 74,896 ლარი;
● ლეიბორისტული პარტია“ - 71,183 ლარი;
● კანონი და სამართალი - 26,124 ლარი;

საარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებმა საარჩევნო რეკლამაზე ჯამურად 17,467,553 ლარი დახარჯეს. ამ კუთხით ყველაზე მეტი თანხა - 12,500,550 ლარი „ქართულმა ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“ გაიღო, რაც პარტიების ჯამური სარეკლამო ხარჯის 72%-ს წარმოადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები