2022 წელს საქართველოდან სხვადასხვა სახის მომსახურების შესაძენად 3 მილიარდ 029 მილიონი დოლარი გავიდა. საქსტატის მომსახურებით ვაჭრობის 2022 წლის შედეგების მიხედვით, გასულ წელს მომსახურების იმპორტი წლიურად 66.2%-ით გაიზარდა.
გასული წლის მონაცემებით, მომსახურების იმპორტში უმსხვილესი მომსახურება სატრანსპორტო მომსახურების სახით იყო წარმოდგენილი, რომელიც მთლიანი იმპორტის 62.5%-ს შეადგენდა. მეორე ადგილს მოგზაურობა იკავებს, 13.5%-ით, მესამეს კი სხვა საქმიანი მომსახურება 6.6 პროცენტით.
იმპორტში მომსახურების სახეების რეიტინგი ასე ჩამოყალიბდა:
- სატრანსპორტო მომსახურება - 1.9 მლრდ დოლარი, ზრდა 74.1%;
- მოგზაურობა - 408.6 მლნ დოლარი, ზრდა - 121.2%;
- სხვა საქმიანი მომსახურება - 200.8 მლნ დოლარი, ზრდა - 27.5%;
- სადაზღვევო მომსახურება - 148.7 მლნ დოლარი, ზრდა - 24.7%;
- სატელეკომუნიკაციო კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება - 129 მლნ დოლარი, ზრდა - 35.1%;
- ფინანსური მომსახურება - 86.1 მლნ დოლარი, ზრდა - 243.3%;
- ინტელექტუალური საკუთრებით სარგებლობის ხარჯები - 82 მლნ დოლარი, ზრდა - 33.1%;
- სამთავრობო მომსახურება - 52.2 მლნ დოლარი, კლება - 10.4%;
- საქონლის რემონტი და სხვა ტექნიკური მომსახურება - 11.1 მლნ დოლარი, ზრდა - 35%;
- პერსონალური კულტურული და რეკრეაციული მომსახურება - 8.8 მლნ დოლარი, კლება - 1.7%.
ამ და სხვა მომსახურებების იმპორტში გასულ წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა 52.8% შეადგინა. მათგან უმსხვილესი თურქეთი იყო. მომსახურების იმპორტიორი TOP-10 ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:
- თურქეთი - 482 მლნ დოლარი, ზრდა - 370.9%;
- ჩინეთი - 204.8 მლნ დოლარი, კლება - 40.6%;
- აზერბაიჯანი - 204.8 მლნ დოლარი, ზრდა - 101.5%;
- გერმანია - 165.3 მლნ დოლარი, ზრდა - 98.1%;
- უკრაინა - 109.2 მლნ დოლარი, ზრდა - 80%;
- რუსეთი - 94.6 მლნ დოლარი, ზრდა 190.8%;
- რუმინეთი - 91.9 მლნ დოლარი, ზრდა - 472.8%;
- საფრანგეთი - 90.9 მლნ დოლარი, ზრდა - 423.2%;
- აშშ - 78.4 მლნ დოლარი, 124%;
- ბულგარეთი - 77.6 მლნ დოლარი, 62.3%.
ამასთან აღსანიშნიავა, რომ ევროკავშირის ქვეყნების ჯგუფის წილმა მომსახურების ჯამურ იმპორტში გასულ წელს 25.7% შეადგინა, დსთ-ის ქვეყნებზე კი 18.4% მოდის.