მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2022 წელს ჰაკერებმა და თაღლითებმა $21 მილიარდის კრიპტოაქტივები მოიპარეს

63ef2d6da2096
გიორგი თოლორდავა
17.02.23 12:02
699
გასულ წელს კრიპტოინდუსტრიაში კიბერდანაშაულის შემთხვევები რეკორდულად გაიზარდა, საერთო ჯამში ჰაკერებმა და თაღლითებმა 21 მილიარდი დოლარის კრიპტოაქტივები მოიპარეს. აღსანიშნავია, რომ ეს სტატისტიკა არ მოიცავს თაღლითურ კრიპტოპორიექტებს და ის უშუალოდ ანგარიშიდან აქტივების მოპარვის სტატისტიკაა.

კიბერშეტევების ყველაზე დიდი კონცენტრაცია დეცენტრალიზებულ პლატფორმებზე, განსაკუთრებით კი საიდჩეინებზე ფიქსირდება. მოპარული აქტივების 82% სწორედ ასეთ DeFi პლატფორმებზე მოდის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ცენტრალიზებულ კრიპტობირჟებს უკეთესი კიბერდაცვა აქვთ, ვიდრე დეცენტრალიზებულ ალტერნატივებს.

იდენტიფიცირებული ჰაკერების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთანაა დაკავშირებული. უმსხვილესი ჰაკერული დაჯგუფებები კი სწორედ რუსეთის ფედერაციას წარმოადგენენ.

თავდასხმის ყველაზე გავრცელებულ სახეობად სისტემაში გარღვევის აღმოჩენა და შემდეგ უკვე კოორდინირებული კიბერშეტევის განხორციელება ფიქსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები