მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს საქართველო ეკონომიკურად ყველაზე დამოკიდებული იყო რუსეთზე - ICC

63ff15f2ddcdb
მარიამ ვარადაშვილი
01.03.23 14:04
853
საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, 2022 წელს საქართველო მისი ისტორიის მანძილზე ყველაზე მეტადაა ეკონომიკურად დამოკიდებული რუსეთზე.

ორგანიზაციამ საქართველოს საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი გამოქვეყნა. ინდექსი გამოითვლება შემდეგი პარამეტრებით: იმპორტი; ექსპორტი; ფულის ნაკადი; პირდაპირი უცხოური ინვესტიციები; შემოსავლები საერთაშორისო მოგზაურობიდან. თითოეული ქვეყნის ეკონომიკური წონა პროპორციულია იმ პროცენტისა, რომელსაც ეს ქვეყანა წარმოადგენს საერთო ჯამიდან და მშპ-დან.

ორგანიზაციამ სამი სხვადასხვა წლის შედეგები დაითვალა:

2003 წელი (შევარდნაძის ვადის დასრულება).
2012 წელი (სააკაშვილის ვადის დასრულება).
2022 წელი (ივანიშვილის ადმინისტრაცია).

ინდექსის თანახმად, რუსეთზე 18.3%-იანი ეკონომიკური დამოკიდებულება (19% საერთაშორისო მოგზაურობის შემოსავლების ჩათვლით) სიკვდილით დასჯის მოლოდინს ჰგავს, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი არის მტერი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%. რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ასეთია: 2003 (16%), 2012 (9.1%) და 2022 (18.3%).

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ევროკავშირის ეკონომიკური დამოკიდებულება საერთო ჯამთან შედარებით თანმიმდევრულია: 2003 (21%), 2012 (23,6%) და 2022 (23%). ასევე თანმიმდევრულია დამოკიდებულება თურქეთთან მიმართებითაც: 2003 (21%), 2012 (23,6%) და 2022 (23%). ევროკავშირისგან და თურქეთისგან განსხვავებით, ეკონომიკური დამოიკიდებულება ჩინეთთან მიმართებით იზრდება:2003 (2%), 2012 (5%), 2022 (7.7%). აშშ-ზე ეკონომიკური დამოკიდებულება 2003 წელს იყო (10%), 2012 წელს (4%) და 2022 წელს (7%), ზრდა 2012-2022 წლებში გამოწვეულია ფულის ნაკადის და იმპორტის, ძირითადად მეორადი მანქანების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები