მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა

63d8bed10a5c9
შოთა ტყეშელაშვილი
31.01.23 11:04
736
საქსტატმა გამოაქვეყნა 2022 წლის ეკონომიკური ზრდის ამსახველი წინასწარი ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, დეკემბერში ეკონომიკური ზრდა 11% იყო, ხოლო 2022 წლის განმავლობაში საშუალო ზრდამ 10.1% შეადგინა. 

საქსტატის თანახმად, დეკემბერში საქართველოს ბიზნესის ბრუნვამ (დღგ-ს გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ) 13.9 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 18.1%-ით მეტია. 

"2022 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების და ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების დარგებში,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები