მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს სახელმწიფო შესყიდვებზე რეკორდული თანხა დაიხარჯა - რა წილი მოდის გამარტივებულ შესყიდვაზე?

648f397a0fab1
ნინო ტაბატაძე
19.06.23 10:30
761
2022 წელს სახელმწიფო შესყიდვებზე რეკორდული თანხა 7.399 მლრდ ლარი დაიხარჯა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 10.3%-ს შეადგენს. 2021 წელს ეს თანხა 5.7 მილიარდს შეადგენდა. 2011 წელთან შედარებით სახელმწიფო შესყიდვებზე დახარჯული თანხის მოცულობა კი, 2.7-ჯერ გაიზარდა - 2.6 მლრდ-დან 7.4 მლრდ ლარამდე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს 34 000-ზე მეტი ღია ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა; 32 207 ტენდერს საბოლოო სტატუსი მიენიჭა და აქედან 23 100-ზე მეტი ხელშეკრულება გაფორმდა.

ელექტრონული და კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით დადებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების მთლიანმა ღირებულებამ 6,099,248,304 ლარი შეადგინა, რაც სახელმწიფო შესყიდვების საერთო მოცულობის 82.4%-ია, ხოლო გამარტივებული შესყიდვების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ მთლიანი შესყიდვების 17.6% - 1,299,372,990 ლარი შეადგინა.

სააგენტოს მონაცემებით, კონსოლიდირებული ტენდერებით 543 მლნ ლარის შესყიდვა გაფორმდა, ამ სახის ტენდერებში მიღებულმა ეკონომიამ დაახლოებით 36 მლნ ლარს გადააჭარბა.

რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვებს, როგორც სააგენტო განმარტავს, ამ სახის შესყიდვების უმეტესი წილი - 34% (436,061,655 ლარი) განეკუთვნება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების (სპორტის სფეროს) შესასრულებლად განხორციელებულ გამარტივებული შესყიდვებს (181,460,971), ქვეყნის ინფექციური უზრუნველყოფისთვის განხორციელებული შესყიდვებს (23,328,052), ასევე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სუბსიდიებისა (90,000,000) და მონეტარული ზღვრის დაცვით განხორციელებულ, 5,000 ლარზე ნაკლები ღირებულების მქონე შესყიდვებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები