მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლის I კვარტალში „ინტელიექსპრესით“ მხოლოდ საქართველოში 73 მლნ დოლარი გადმოირიცხა

627a6b711f5a3
BM.GE
11.05.22 11:10
760
2022 წლის I კვარტალში „ინტელიექსპრესის“ სისტემით საქართველოს 170 000 მოქალაქეზე მეტმა ისარგებლა და ჯამურად მხოლოდ საქართველოში 73 მლნ დოლარზე მეტი თანხა გადმორიცხეს. გზავნილები საქართველოში მსოფლიოს 36 ქვეყნიდან განხორციელდა. წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა ისრაელის, იტალიის და თურქეთის ბაზრებიდან, ხოლო მნიშვნელოვანი კლება იყო უკრაინიდან და რუსეთიდან.

ასევე გაზრდილია საქართველოდან გადარიცხვები 8 მლნ დოლარამდე. ამ პერიოდში, „ინტელიექსპრესის“ სისტემით, საქართველოდან გზავნილები მსოფლიოს 44 ქვეყანაში გადაირიცხა. „ინტელიექსპრესის“ სისტემა ხელმისაწვდომია საქართველოში ყველა ბანკსა თუ ფინანსურ ინსტიტუტში, როგორც ფილიალებში, ისე დისტანციურ არხებში. საქართველოდან „ინტელიექსპრესით“ ძირითადად იგზავნება ევროპის ქვეყნებში, დსთ-სა და აზიის ქვეყნებში.

ევროპის მიმართულებით ტრადიციული ფულადი გზავნილების გარდა, მომხარებელს ევროპის ნებისმიერი ქვეყნის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის სერვისს (SEPA-ს გადარიცხვებს) ვთავაზობთ. ტარიფი იწყება 4 ევროდან, და ჩარიცხვა 1 სამუშაო დღეში ხდება, ყოველგვარი დამატებითი საკომისიოების გარეშე.

მიმდინარე პერიოდში, „ინტელიექსპრესის“ პარტნიორთა ქსელი მოლდოვაში, უკრაინაში, პაკისტანსა და ინდოეთში გაფართოვდა. ინდოეთი „ინტელიექსპრესისთვის“ სრულიად ახალი მიმართულებაა.

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა

რუსეთ-უკრაინის ომმა „ინტელიექსპრესზე“ მნიშნველოვანი გავლენა იქონია. უკრაინაში „ინტელიექსპრესი“ ლიცენზირებულია როგორც მნიშნველოვანი უცხოური საგადახდო ინსტიტუტი 2018 წლიდან, ვთანამშრომლობთ 20-ზე მეტ უკრაინულ ბანკთან და სისტემის ბრუნვის 20%-მდე უკრაინაზე მოდის.

23 თებერვლიდან უკრაინის ეროვნულმა ბანკმა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინიდან ფულადი გზავნილების გაგზავნა აკრძალა, შესაბამისად უკრაინიდან გადარიცხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის საქართველოს მიმართულებით შეწყდა. ფულადი დახმარება ასეთ კონფლიქტურ პერიოდში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს. ამიტომ ინტელიექსპრესში, კონფლიქტის დაწყების პირველივე დღეებში, მივიღეთ გადაწყვეტილება ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც წარმოდგენილები ვართ უკრაინის მიმართულებით გზავნილებზე გაგვეუქმებინა საკომისიო და ამით უკრაინელი პარტნიორების და ხალხის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება გამოგვეხატა. ჩვენი სისტემით საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, იტალიიდან და კვიპროსიდან დღემდე თანხის უკრაინის ეროვნული ბანკის საქველმოქმედო ანგარიშზე ჩარიცხვაა შესაძლებელი, ცხადია უპროცენტოდ და მომსახურების ყველანაირ საკომისიოს „ინტელიექსპრესი“ ფარავს.

„ინტელიექსპრესი“ 2006 წელს საქართველოში დაარსებული ფულადი გზავნილების სისტემაა, რომლის საშუალებითაც დღეს ფულადი გზავნილების გაგზავნა და მიღება ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის 70-ზე მეტ ქვეყანაშია შესაძლებელი. მას აგენტი ბანკების, პარტნიორი სისტემებისა და საკუთარი ფილიალების ქსელის გათვალისწინებით მსოფლიოში ნახევარ მილიონზე მეტი განაღდების წერტილი ემსახურება.


®

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები