მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში საწვავის იმპორტი გაიზარდა - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი

6389afee595bf
BM.GE
02.12.22 11:54
537
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 963,9 ათასი ტონა, რაც 18,9 ათასი ტონით ანუ 2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (945 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, 2022 წლის 10 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 499,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 464,4 ათასი ტონა.

"კატეგორიების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 306,2 ათასი ტონა (61,3%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 181,9 ათასი ტონა (36,4%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 11,4 ათასი ტონა (2,3%);

მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 497,9 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 51,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 210,6 ათასი ტონა - 21,8%; ბულგარეთი - 108,9 ათასი ტონა - 11,3%; თურქმენეთი - 73,9 ათასი ტონა - 7,7%; აზერბაიჯანი - 55,3 ათასი ტონა - 5,7%; თურქეთი - 7,6 ათასი ტონა - 0,8%, საბერძნეთი - 4,7 ათასი ტონა - 0,5%, ყაზახეთი - 2,0 ათასი ტონა - 0,2% და სხვა", - ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები