მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტი გაუიაფდა - 7 თვეში ქვეყანამ $727.5 მლნ-ის საქონელი შეიძინა

ექსპორტი

საქართველოში 7 თვის ჭრილში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენა გაუიაფდა, რაც ღირებულებაში იმპორტის კლებით აისახა. იანვარ-ივლისში საქართველომ 727 მილიონ 556 ათასი დოლარის ღირებულების 970 001 ტონა ნავთობპროდუქტები იყიდა. ეს ღირებულებაში წლიურად 5.6%-ით შემცირებული მაჩვენებელია, ხოლო მოცულობაში 6.7%-ითაა გაზრდილი.

ამ მონაცემების მიხედვით, საქართველო 7 თვის განმავლობაში 1 ტონა ნავთობპროდუქტებს საშუალოდ 750 დოლარად ყიდულობდა, მაშინ როდესაც გასულ წლის 7 თვის საშუალო ფასი 848 დოლარი იყო.

ნავთობპროდუქტების იმპორტის 44.8%-ი რუსეთზე მოდის. წელს იანვარ-ივლისში, ქვეყანაში 326 მილიონ 114 ათასი დოლარის ღირებულების 468 071 ტონა რუსული ნავთობპროდუქტები შემოვიდა ქვეყანაში. შეძენილი საქონლის ღირებულება წლიურად 1.6%-ით არის შემცირებული, ხოლო მოცულობები 8.4%-ით გაზრდილია.

უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთმა 28 ივლისიდან ბენზინის ექსპორტი სრულად 31 აგვისტომდე აკრძალა, რაც ოფიციალური უწყებების განმარტებით ადგილობრივ ბაზარზე საწვავის მაღალი მოთხოვნით იყო განპირობებული.

აღსანიშნია, რომ უმსხვილესი ბაზრებიდან წლის ამ პერიოდში ნავთობპროდუქტების შემოტანა მოცულობითაც და ღირებულებითაც შემცირებულია აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან და საბერძნეთდან

TOP-10 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

რუსეთი

$326.1 მლნ

468 071 ტონა

რუმინეთი

$132.6 მლნ

176 994 ტონა

ბულგარეთი

$105.3 მლნ

142 317 ტონა

თურქეთი

$53 მლნ

58 072 ტონა

აზერბაიჯანი

$38 მლნ

55 153 ტონა

გერმანია

$10.2 მლნ

2 080 ტონა

თურქმენეთი

$9.5 მლნ

14 008 ტონა

უზბეკეთი

$8.3 მლნ

13 901 ტონა

კვიპროსი

$7.4 მლნ

9 274 ტონა

საბერძნეთი

$5.6 მლნ

7 113 ტონა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები