მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს აჭარაში ბანკებმა ₾3.8 მილიარდის სესხები გასცეს

ბანკები

გასულ წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ბანკების მიერ გაცემული ახალი სესხები 46%-ით გაიზარდა და 3.8 მილიარდი ლარი შეადგინა.

რეგიონის ფინანსური სექტორის მიმოხილვის მიხედვით, 2023 წელს ფიზიკურ პირებზე 2.3 მილიარდი ლარის ახალი სესხი გაიცა, რომელშიც უდიდესი წილი სამომხმარებლო სესხებს (55%). იურიდიულ პირებზე კი 1.5 მილიარდი ლარის ახალი სესხი გაიცა. სექტორულ ჭრილში ვაჭრობა (56%) ლიდერობს.

რაც შეეხება 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ ნაშთებს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის მოცულობა რეკორდული 4.6 მილიარდი ლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 24%-ით აჭარბებს. ამ თანხის 67% ფიზიკური პირებზეა გაცემული, პორტფელის ნახევარზე მეტი (55%) კი უცხოურ ვალუტაზე მოდის. ამასთან, სესხების 96% გრძელვადიანია. 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფიზიკურ პირებზე 3.1 მილიარდი ლარის სესხი იყო გაცემული. აქედან უდიდესი წილი მოდის სამომხმარებლო სესხებზე (46%), შემდეგი კი იპოთეკური სესხებია (28%).

ამასთან, 31 დეკემბრის მდგომარეობით, აჭარის რეგიონში კომერციული ბანკების მიერ მოზიდული დეპოზიტები წლიურად 21%-ით გაიზარდა და 3.5 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან 37% არარეზიდენტებზე მოდის.

2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საბანკო სექტორი 13 კომერციული ბანკით, მათი 14 ფილიალით და 63 სერვისცენტრითაა წარმოდგენილი. დასაქმებულების რაოდენობა კი 1 952 ადამიანს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები