"თიბისი კაპიტალის" 2023 წლის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, ელექტროენერგიის იმპორტის 98% აფხაზეთის მოხმარების დასაკმაყოფილებლად განხორციელდა.
"2023 წელს იმპორტირებული ელექტროენერგიის 98%, 776 გვტ.სთ აფხაზეთმა მოიხმარა", - ნათქვამია მიმოხილვაში.
დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ გასულ წელს ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 1.1%-ით გაიზარდა და 14.4 ტვტ. სთ-ს მიაღწია, რაშიც დიდი წილი 75.5% ჰიდროსადგურების გამომუშავებას ეკავა. ამავე პერიოდში თბოსადგურებმა მთლიან გამომუშავებაში 23.9% დაიკავეს, ხოლო ქარის სადგურმა - 0.6%.
ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდის პირობებში, 2023 წელს ელექტროენერგიის მოხმარება 7.8%-ით შემცირდა და 13.1 ტვტ. სთ შეადგინა. "მოხმარება შემცირებულია პირდაპირი მომხმარებლების (-25.3%) და აფხაზეთის ნაწილში (- 10.8%), ხოლო საცალო მომხმარებლის კატეგორიაში 2.2%-იანი ზრდა ფიქსირდება", - განმარტავენ მიმოხილვის ავტორები.
2023 წლის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, რომ 2023 წელსვე, სიმძლავრის მეორე აუქციონი 800 მეგავატი პროექტების უზრუნველსაყოფად გამოცხადდა, რომელიც პირველი აუქციონისგან განსხვავებით, დამატებით წარმოდგენილია ჰიდროპროექტები რეზერვუარით, ასევე, მზისა და ქარის სადგურები ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით.
რაც შეეხება ექსპორტს, 2023 წელს ელექტროენერგიის ექსპორტმა 1.5 ტვტ. სთ-ს მიაღწია, ხოლო საქართველომ 103.3 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ძირითადი ბაზარი, კვლავ, თურქეთია.