მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში 2 872 საჩივარი შევიდა, სადავო თანხა - ₾1 მლრდ-ზე მეტია

ფინანსთა სამინისტრო ფასადი

ბიზნესის მიერ ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივრების რაოდენობა გაიზარდა.

უწყების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საბჭოში დაკისრებული გადასახადების შესახებ 2 872 საჩივარი შევიდა, მაშინ როდესაც 2022 წელს განსახილველად სულ 2 796 საჩივარი იყო წარდგენილი.

გაზრდილია სადავო თანხის მოცულობაც. კერძოდ, გასულ წელს ბიზნესმა მილიარდ 55 მილიონი ლარის დაკისრებული გადასახადი გაასაჩივრა. მაშინ როდესაც ეს თანხა 2022 წელს 948 მილიონ ლარს შეადგენდა.

ანგარიშის მიხედვით, შესული საჩივრებიდან საბჭომ გადაწყვეტილება 2 415 საქმეზე მიიღო. მიღებული გადაწყვეტილებებით სრულად და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 684 საჩივარი, 1 438 მომჩივანს უარი ეთქვა, ხოლო 293 საჩივარი განუხილველი დარჩა მომჩივნის მიერ სხვადასხვა პროცედურული მოთხოვნის დარღვევის ან დავის შეწყვეტის გამო.

დავების განმხილველმა საბჭომ გასულ წელს სულ 73 სხდომა ჩაატარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები