მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს განახლებადი ენერგიის გენერაცია რეკორდულად გაიზარდა - IEA

მწვანე

განახლებადი ენერგიის გლობალური მოცულობა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ტემპით 2023 წელს გაიზარდა, რაც მსოფლიოს შესაძლებლობას აძლევს, კლიმატის მიზანს ათწლეულის ბოლომდე მიაღწიოს - ამის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო იტყობინება.

სააგენტოს ინფორმაციით, განახლებადი ენერგიის ზრდაში მთავარი კონტრიბუტორი ჩინეთი იყო, რომელმაც მზის ენერგიის 510 გიგავატიანი სიმძლავრე დადგა - წლის განმავლობაში 51 მილიონი სახლისათვის საკმარისი მოცულობა. რეკორდული ზრდა ჰქონდათ ევროპის ქვეყნებს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბრაზილიასაც.

როგორც სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი, ფატი ბაიროლი აღნიშნავს, განახლებადი ენერგიის გენერაცია 2030 წლისთვის 250%-ით გაიზრდება და გასული წლის COP28-ზე დასახულ მიზანს - 300%-იან ზრდას - მცირედით ჩამორჩება, თუმცა ეს გეგმაც მიღწევადია. მისივე თქმით, მთავარი გამოწვევა განვითარებადი ქვეყნებისათვის ფინანსების გამოყოფაა, რათა სუფთა ენერგიის წარმოება 3 400 გიგავატიდან 11 000 გიგავატამდე გაზარდოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გაეროს კლიმატის სამიტზე გამართულმა მოლაპარაკებებმა დეკემბერში შედეგი პირველად გამოიღო - ქვეყნები წიაღისეული საწვავის მოხმარების შემცირებასა და მისი განახლებადი რესურსებით ჩანაცვლებაზე შეთანხმდნენ.

ენერგეტიკის სააგენტოს ანგარიშში ნათქვამია, რომ მზისა და ონშორული ქარის ენერგიის გამომუშავება 2028 წლისთვის აშშ-ში, ევროკავშირში, ინდოეთსა და ბრაზილიაში, ბოლო 5 წელთან შედარებით, გაორმაგდება. ჩინეთი კი განახლებადი ენერგიების გლობალურ ლიდერად რჩება, სადაც 2028 წლისთვის გამომუშავებული ელექტროენერგიის, სავარაუდოდ, 60% განახლებადი რესურსებიდან იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები