2023 წელს, გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვების ჯამური თანხა 6.2%-ით შემცირდა და 10.5 მლრდ ლარი შეადგინა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს ელექტრონული და კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით დადებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების მთლიანი ღირებულება დაახლოებით 3.2 მილიარდი ლარით გაიზარდა და 9.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც სახელმწიფო შესყიდვების საერთო მოცულობის 88.8%-ია. 1.1 მლრდ ლარი (11.2%) შეადგინა გამარტივებული შესყიდვების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ.
სტატისტიკის მიხედვით, ტენდერების მეშვეობით გაფორმებული ჯამური სახელშეკრულებო ღირებულების ჭრილში პირველ ადგილს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იკავებს
187 ხელშეკრულება დადებული ტენდერით, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ 1.4 მლრდ ლარი შეადგინა.
მეორე და მესამე ადგილზე შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იკავებს.
TOP-10 შემსყიდველი ორგანიზაცია:
- საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი - 187 ტენდერი. ღირებულება 1.4 მლრდ ლარი;
- საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - 102 ტენდერი. ღირებულება 773.9 მლრდ ლარი;
- საავტომობილო გზების დეპარტამენტი - 107 ტენდერი. 743.8 მლნ ლარი;
- საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო - 134 ტენდერი. 651.7 მლნ ლარი;
- დევნილთა , ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო - 42 ტენდერი. 610.7 მლნ ლარი;
- საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო - 110 ტენდერი. 267.2 მლნ ლარი;
- თბილისის მერია - 222 ტენდერი. 233.3 მლნ ლარი;
- "საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემა 304 ტენდერი. 150.9 მლნ ლარი;
- სპეციალური პენიტენციური სამსახური - 201 ტენდერი. 117.7 მლნ ლარი;
- თბილისის სატრანსპორტო კომპანია - 213 ტენდერი. 112.9 მლნ ლარი.