მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს, სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" ₾245 მილიონზე მეტი გასცა - რა პროგრამები დაფინანსდა?

აწარმოე

2023 წელს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" პროგრამების ფარგლებში 245 მილიონ ლარზე მეტი გაიცა. ეს 21%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებელზე, 2021 წლის ხარჯს კი თითქმის 2-ჯერ აღემატება.

უფრო დეტალურად, გასულ სამ წელში სააგენტოს მიერ გაცემული თანხები შემდეგი იყო:

  • 2021 წელი - 142.2 მლნ ლარი;
  • 2022 წელი - 203.7 მლნ ლარი;
  • 2023 წელი - 245.8 მლნ ლარი.

გასულ წელს გაცემული თანხის უდიდესი ნაწილი, 90%-ზე მეტი, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე მოდის.

2023 წელს პროგრამების ფარგლებში გაცემული თანხები ასე ნაწილდება:

მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება - 231.6 მლნ ლარი. მათ შორის:

  • საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში დეპოზიტებზე თანხის განთავსება - 58.4 მლნ ლარი;
  • „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილი - 78.2 მლნ ლარი;
  • „აწარმოე საქართველოში“ უნივერსალური ნაწილი - 16.8 მლნ ლარი;
  • საგრანტო კომპონენტი - 3.2 მლნ ლარი;
  • სუბსიდირებული იპოთეკური სესხი; იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმი - 48.2 მლნ ლარი;
  • მიკრო გრანტების პროგრამა - 24.5 მლნ ლარი;
  • კინო ინდუსტრიის ნაწილი - 2.1 მლნ ლარი;
  • საერთაშორისო ბრენდი - 22 965 ლარი;
  • ტექნიკური დახმარების კომპონენტი - 10 378 ლარი;
  • ექსპორტის სტიმულირების პროგრამა - 116 610 ლარი.

ექსპორტის დეპარტამენტის ხარჯი - 9.5 მლნ ლარი;

ინვესტიციების დეპარტამენტის ხარჯი - 4.7 მლნ ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები