მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს საქართველომ $15.4 მლრდ-ის საქონელი შეიძინა - TOP-10 საიმპორტო ქვეყანა

იმპორტი

2023 წელს საქართველოს $21.5 მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში იმპორტს ძირითადი ადგილი უკავია. გასულ წელს იმპორტი 14%-ით, 15 მილიარდ 438 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5% შეადგინა და პირველ სამეულში თურქეთის შემდეგ მეორე ადგილი აშშ-მა დაიკავა, რომელსაც რუსეთი მოსდევს. ჩინეთი კი რომელიც 2022 წელს მთავარ სამეულში იყო, მეოთხე პოზიციაზე გადავიდა. გასული წლის საიმპორტო მიმართულებების რეიტინგში ქვეყნების პოზიციები მცირედითაა შეცვლილი. საიმპორტო ქვეყნების ათეულში 2023 წელს არაბთა გაერთიანებული საამიროებიც გვხვდება, რომელმაც 2.5%-იანი წილით მერვე ადგილი დაიკავა. უნდა აღინიშნოს, რომ მთავარ საიმპორტო ქვეყნებიდან საქონლის შეძენის მაჩვენებლები გაზრდილია და კლება მხოლოდ რუსეთსა და სომხეთში ფიქსირდება.

TOP-10 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

  1. თურქეთი - $2.5 მლრდ, ზრდა - 8.3%;
  2. აშშ - $1.9 მლრდ, ზრდა - 92.5%;
  3. რუსეთი - $1.7 მლრდ, კლება - 5%;
  4. ჩინეთი - $1.3 მლრდ, ზრდა - 18%;
  5. გერმანი - $948 მლნ, ზრდა - 42.7%;
  6. აზერბაიჯანი - $653 მლნ, ზრდა - 2.1%;
  7. იაპონია - $598 მლნ, ზრდა - 98.5%;
  8. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $383 მლნ, ზრდა - 35.4%;
  9. იტალია - $373 მლნ, ზრდა - 29.5%;
  10. სომხეთი - $335.9 მლნ, კლება - 45.3%;

დანარჩენი ქვეყნები სულ 4 მილიარდ 552 მილიონი დოლარი, ზრდა - 3.3%.

საქართველოსთვის 2023 წელს მთავარი საიმპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილები იყო, რომლის იმპორტმა 3 მილიარდ 162 მილიონი დოლარი, ანუ მთელი იმპორტის 20.5% შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს და უნდა ითქვას, რომ გასულ წელს საქართველომ ამ დასახელების საქონლის შეძენა წლიურად შეამცირა.

საიმპორტო საქონლის TOP-10-ეული კი ასე გამოიყურება:

  1. მსუბუქი ავტომობილები - $3.1 მლრდ, ზრდა - 84.5%;
  2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $1.1 მლრდ, კლება - 12.6%;
  3. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $542 მლნ, ზრდა - 34.3%;
  4. ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - $445 მლნ, კლება - 2.8%;
  5. სატელეფონო აპარატები და აპარატები მონაცემების გადაცემისა და მიღებისთვის, სადენიანი და უსადენო კავშირისთვის - $375 მლნ, 15.9%;
  6. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $236.6 მლნ, კლება - 69.5%;
  7. სატვირთო ავტომობილები - $172.2 მლნ, ზრდა - 66.4%;
  8. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $159 მლნ, კლება - 13.6%;
  9. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისგან - $158.4 მლნ, ზრდა - 21.4%;
  10. წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - $136.1 მლნ, ზრდა - 14.5%.

დანარჩენი საქონლის იმპორტი გასულ წელს 11%-ით 8 მილიარდ 883 მილიონამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები