მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს საქართველოს ეკონომიკის 5 დარგში ვარდნა დაფიქსირდა - მათ შორისაა უძრავი ქონების სექტორიც

საქსტატი

საქსტატმა დღეს 2023 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა. 2023 წელს საქართველოს მშპ-ის ზომამ 80.2 მილიარდი ლარი შეადგინა, ეკონომიკის რეალური ზრდა კი 7.5% იყო. ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში ზრდა ფიქსირდება, თუმცა 5 სექტორში, მათ შორის უძრავი ქონებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში ზრდის ნაცვლად კლება იყო. უძრავი ქონების მიმართულებით არსებული კლება სავარაუდოდ, 2022 წლის პიკურ გაყიდვებთან შედარებით ბაზრის შემცირებით არის განპირობებული. ამ სექტორში კლებამ 2.5% შეადგინა.

ვარდნა დაფიქსირდა ასევე შემდეგ სექტორებშიც: ენერგეტიკის სექტორი (კლება 3.2%); ჯანდაცვის სექტორი (კლება 15.4%); სამთომოპოვებითი მრეწველობა (კლება 4%); წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა (კლება 11%) და სოფლის მეურნეობა (კლება 2.8%).

2023 წლის მდგომარეობით საქართველოს ეკონომიკის სექტორების ზრდის ტემპი ასე ნაწილდება:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 27.4%;
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 26.4%;
  • პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 19.1%;
  • განათლება - 18.9%;
  • მშენებლობა - 17.2%;
  • სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 13.7%;
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 13.6%;
  • ტრანსპორტი და დასაწყობება - 13.3%;
  • სხვა სახის მომსახურება - 11.0%;
  • ხელოვნება გართობა და დასვენება - 7.6%;
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 7.1%;
  • შინამეურნეობების როგორც დამქირავებლის საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის - 5.2%;
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 4.6%;
  • დამმუშავებელი მრეწველობა - 3.3%;
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები- -2.5%;
  • სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა- -2.8%;
  • ენერგეტიკა- -3.2%;
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა- -4.0%;
  • წყალმომარაგება; კანალიზაცია ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები- -11.3%;
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები- -15.4%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები