2023 წელს ქვეყანაში თევზის წარმოება შემცირდა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს აკვაკულტურის შესახებ პუბლიკაციას ავრცელებს.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში 2 469.5 ტონა თევზი აწარმოვეს, რაც, დაახლოებით, 2022 წელს წარმოებულ 2 791.7 ტონა თევზზე 322 ტონით ნაკლებია.
თევზის წარმოების ძირითადი წილი კვლავ ცისარტყელა კალმახზე მოდის, რომელიც 2023 წელს 1 131.7 ტონა აწარმოვეს, დაახლოებით, 215 ტონით ნაკლები, ვიდრე - 2022 წელს.
2023 წელს მეურნეობებმა ასევე აწარმოვეს:
- კობრი და სარკისებური კობრი - 466.5 ტონა
- თეთრი ამური - 195.9 ტონა
- თეთრი და ჭრელი სქელშუბლა - 369.9 ტონა
- ზუთხისებრნი - 232.0 ტონა
- ლოქოსებტრნი - 62.5 ტონა
- სხვა - 1.3 ტონა
რაც შეეხება რეგიონების წილს თევზის წარმოებაში, გასულ წელს ყველაზე მეტი თევზი - 989.7 ტონა - კვლავ კახეთში აწარმოვეს. მეორე ადგილზეა შიდა ქართლი 882.2 ტონა თევზით, მესამე ადგილს კი გურია 187.4 ტონით იკავებს.
დანარჩენი რეგიონების სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 62.4 ტონა
- იმერეთი - 64.4 ტონა
- სამცხე-ჯავახეთი - 91.4 ტონა
- აჭარია არ - 101.1 ტონა
- დანარჩენი რეგიონები - 90.8 ტონა
აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წლის შემდეგ, თევზის წარმოება ყველაზე მეტად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემცირდა. თუ აქ 2022 წელს 168.1 ტონა თევზი აწარმოვეს, გასულ წელს წარმოება 105,7 ტონით ნაკლები იყო.