მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნის აკვაკულტურაში საწარმოებს მხოლოდ 10%-იანი წილი უკავიათ - საქსტატი

თევზჭერა

“საქსტატის” ანგარიშის თანახმად, რომელშიც საქართველოს აკვაკულტურის მეურნეობების მდგომარეობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციაა თავმოყრილი, 2023 წელს ქვეყანაში აკვაკულტურის 90%-იანი წილი ოჯახურ მეურნეობებზე მოდიოდა, 10% კი საწარმოებზე.

აღსანიშნავია, რომ 90/10-ზე თანაფარდობა ქვეყანაში 2019 წლიდან არ შეცვლილა.

გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ 2023 წელს ქვეყანაში თევზის წარმოების 58% სწორედ საოჯახო მეურნეობებზე მოდიოდა, 42% კი - საწარმოებზე.

სტატისტიკის სამსახურის კვლევის თანახმად, საქართველოში მოქმედი აკვაკულტურის მეურნეობების ძირითადი ნაწილისთვის, თევზის წარმოება ძირითად საქმიანობას არ წარმოადგენს. 2023 წელს აკვაკულტურა მეურნეობათა ძირითადი საქმიანობა მათი 31.3%-სთვის იყო. რეგიონულ ჭრილში კი თევზის წარმოება მთავარი საქმიანობაა შიდა ქართლში დარეგისტრირებული მეურნეობების 72%-სთვის.

სტატისტიკის თანახმად, აკვაკულტურის ყველაზე მეტი მეურნეობა - მათი 23.3% - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონშია რეგისტრირებული. მეორე ადგილზეა კახეთი 21.6%-ით, მესამეზე კი - შიდა ქართლი - მეურნეობების 17.8%-ით.

რაც შეეხება თევზის წარმოებას, 2023 წელს საქართველოში 2 469.5 ტონა თევზი აწარმოვეს, რაც, დაახლოებით 322 ტონით ნაკლებია, ვიდრე 2022 წელს. ამასთან, ყველაზე დიდი რაოდენობით, 1 131.7 ტონა, კვლავ ცისარტყელა კალმახი აწარმოვეს. რეგიონებს შორის კი ყველაზე დიდი რაოდენობით თევზი კახეთში აწარმოვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები