მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლის ბიუჯეტი 95%-ით შესრულდა, საშემოსავლო ნაწილი კი, გადაჭარბებით - კახა კალაძე

კახა კალაძე

დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი 95%-ია. საშემოსავლო ნაწილი კი, 100 მლნ ლარით აჭარბებს მაჩვენებელს - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის წლის პირველ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, გაიზარდა 2024 წლის ბიუჯეტიც.

„2023 წელი საკმაოდ წარმატებით დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტის შესრულება 95%-მდეა. რაც შეეხება საშემოსავლო ნაწილს, მისი შესრულება, დაახლოებით, 100 მლნ ლარით არის გადაჭარბებული. გარდა ამისა, გარკვეული თანხები წინა წელს დაწყებული სამუშაოებიდან გადმოგვყვა, რომელიც დამატებით შემოსავლებთან ერთად, მთლიანად აისახება მიმდინარე წლის ბიუჯეტში. ამ
ყველაფრიდან გამომდინარე, 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც 1 763 000 000 ლარის ოდენობით დამტკიცდა, გახდება 1 963 000 000 ლარი, რაც საშუალებას მოგვცემს, ქალაქისთვის უფრო მეტი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი განვახორციელოთ. პირობას გაძლევთ, რომ 2024 წელი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება ", - თქვა კალაძემ.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში მოსახლეობა გაიგებს, თუ რაში დაიხარჯება დამატებითი რესურსები და ქალაქისთვის მნიშვნელოვან რომელ ღონისძიებებს მოხმარდება.

„მსგავსი ბიუჯეტი დედაქალაქს ჯერ არ ჰქონია. რაც შეეხება დამატებით რესურსებს, ამასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მივაწვდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები