მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლის ბოლოს გუდაურში ბინების საშუალო ფასი 3.5%-ით შემცირდა - რამდენი ბინა გაიყიდა კურორტზე?

ბინები

Galt & Taggart-ის გუდაურში საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით, სამთო კურორტზე 2023 წელს 378 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 27.0%-იანი კლებაა.

მიმოხილვის ავტორები განმარტავენ, რომ გაყიდვების შემცირება, 2022 წლის რეკორდულად მაღალი ბაზითაა განპირობებული. მათივე ინფორმაციით, გუდაურში ამჟამად 6 საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს.

2023 წელს, გუდაურისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ2) მთლიანი გაყიდვების 87.4% შეადგინა. ამასთანავე, გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი მაღალი ფასის სეგმენტიდან იყო ($1,200-1,500/მ2).

2023 წლის ბოლოს გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 3.5%-ით შემცირდა. გუდაურში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 18.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 26.0%-იანი კლებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები