2023 წლის დასაწყისიდან დღემდე, საკვების მიტანის უდიდესი ჩინური კომპანიის, Meituan-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $82 მილიარდით შემცირდა, რაც ერთი მხრივ, ბაზარზე გაჩენილმა კონკურენციამ, ხოლო მეორე მხრივ, საკვების მიტანის ბაზრის ზრდის შენელებამ გამოიწვა. ამ ეტაპზე, ჩინური გიგანტის საბაზრო კაპიტალიზაცია $56.4 მილიარდს შეადგენს, როცა გასული წლის დასაწყისში, კომპანიის აქციები $138.2 მილიარდით იყო შეფასებული, ანუ ლამის 60%-ით ძვირად. თუმცა ეს კლება არაფერია იმ 85%-იან ვარდნასთან, რომელიც კომპანიის ღირებულებამ 2021 წლის თებერვალში დაფიქსირებული პიკური მაჩვენებლის შემდეგ განიცადა.
თუმცა საბაზრო შეფასების მნიშვნელოვანი კლების მიუხედავად, ჩინეთის საკვების მიტანის ბაზარზე Meituan-ი ჯერ კიდევ ინარჩუნებს ლიდერობას, რასაც ბაზრის 70%-იანი წილიც ადასტურებს, მაგრამ ამ მხრივ, Meituan-ს საფრთხეს ბაზარზე გამოჩენილი ახალი მოთამაშეები უქმნიან, მათ შორის ონლიაინვაჭრობის ჩინური გიგანტი Alibaba, რომელიც საკვების მიტანის სერვისს ELE.ME-ს ფლობს. თავად ეს კომპანია აგრესიული მარკეტინგის სტრატეგიას იყენებს, რითაც ახალი მომხმარებლების სწრაფად მოზიდვას ახერხებს. ეს, ცხადია, კომპანიის შემოსავლებზეც აისახება - წინა კვარტალში, მაგალითად, ეს მაჩვენებელი 16%-ითაა გაზრდილი.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.