რაგბის რიგით მე-10 მსოფლიო ჩემპიონატი 8 სექტემბრიდან – 28 ოქტომბრამდე საფრანგეთში გაიმართება. ტურნირის გახსნისა და ფინალური მატჩები პარიზის ჩრდილოეთით, "სტად დე ფრანსზე" ჩატარდება, რომელიც 80 ათასზე მეტ გულშემატკივარს იტევს.
ჩემპიონატი უებ ელისის მიერ სპორტის ამ სახეობის შექმნის მე-200 წლისთავს მიეძღვნება. ჩვეულებრივ, ტურნირი ექვსი კვირა გრძელდებოდა, მაგრამ 2021 წლის 23 თებერვალს მსოფლიო რაგბიმ დამატებითი კვირა დააანონსა, რათა მოთამაშეებს დასვენებისა და ძალების აღსადგენად მეტი დრო ჰქონოდათ. ეს ნიშნავს, რომ გუნდებს სულ მცირე ხუთი დასვენების დღე ექნებათ, რაც აღდგენასა და ტურნირისთვის მომზადებაში შეუწყობს ხელს.
ტურნირის ორგანიზებისთვის ფრანგებმა 870 მილიონი დოლარი დახარჯეს, საიდანაც 430 მილიონი საფრანგეთის მთავრობამ გამოყო. ღონისძიებისთვის სულ 100 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და "მსოფლიო რაგბი" საფრანგეთის სახელმწიფოსთან ერთად 2 მილიარდზე მეტ მოგებას ელის მომავალი ტურნირიდან.
ამ დროისთვის 2.5 მილიონზე მეტი ბილეთია გაყიდული და საფრანგეთში 600 ათასზე მეტ ტურისტს ელოდებიან. ბილეთების ფასებს, რაც შეეხება ჯგუფურ ეტაპზე დასწრება 10 ევროდან 165 ევრომდე ფარგლებშია შესაძლებელი, ხოლო ფინალური მატჩზე 250-იდან 550 ევრომდე. VIP ბილეთების შეძენა ფინალისთვის 950 ევროდაა შესაძლებელი, რომელშიც შედის გამოყოფილი პრემიუმ ადგილი, თავისი საკვებითა და სასმლით.
ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატს საფრანგეთი უკვე მესამედ უმასპინძლებს, მანამდე 2007 წლის ჩემპიონატი მიიღო, ხოლო 1991 წელს აღნიშნულ ტურნირს ინგლისთან, ირლანდიასთან, შოტლანდიასა და უელსთან ერთად უმასპინძლა