მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო მსოფლიო რაგბის რეიტინგში დაწინაურდა

საქართველოს რაგბი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო თასზე კიდევ ერთი მატჩი წააგო, თუმცა, სხვა თამაშების შედეგებიდან გამომდინარე, მსოფლიო რეიტინგში წინსვლა მაინც მოახერხა.

ბორჯღალოსნებმა სამოას ნაკრების წარუმატებლობით ისარგებლეს. კუნძულელებმა იაპონიასთან 22:28 წააგეს, რის გამოც კლასიფიკაციაში 2.24 ქულა დაკარგეს და მე-12-დან მე-14 ადგილზე გადაინაცვლეს.

შესაბამისად, თითო საფეხურით დაწინაურდნენ და მე-12 და მე-13 პოზიციებზე დამკვიდრდნენ იაპონია და საქართველო. ეს, მიუხედავად იმისა, რომ ბორჯღალოსნები ფიჯისთან 12:17 დამარცხდნენ და რეიტინგში 0.50 ქულა დაკარგეს.

რეიტინგის სათავეში ცვლილებები არ მომხდარა. პირველი ირლანდიის ნაკრებია 93.79 ქულით, რომელსაც კვალში მსოფლიო თასის მასპინძელი საფრანგეთი (90.59) და მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა (89.70) მოდიან.

საქართველოს ნაკრები მიმდინარე ტურნირზე დასკვნით მატჩს 7 ოქტომბერს ნანტში უელსთან ჩაატარებს. გამარჯვების შემთხვევაში, ბორჯღალოსნები იტალიას, იაპონიასა და სამოას გაუსწრებენ და მე-11 საფეხურზე დამკვიდრდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები