მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლის უმდიდრესი ამერიკელები, რომლებიც სპორტულ კლუბებს ფლობენ

ამერიკელი სპორტული კლუბის მფლობელები

ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა გამოაქვეყნა იმ უმდიდრესი ამერიკელების ჩამონათვალი, რომლებიც სპორტულ კლუბებს ფლობენ.

16 მათგანი თავისი ქონების ნახევარს სპორტული საქმიანობის მიღმა გამოიმუშავებს. მაგალითად რეიტინგის პირველი ნომერი (ზედიზედ მეცხრედ!), საკალათბურთო კლუბ “ლოს-ანჯელეს კლიპერსის” მფლობელი სტივ ბალმერი, რომლის ქონებაც 101 მილიარდს შეადგენს, თანხის უდიდეს ნაწილს კომპანია “Microsoft-ში” არსებული წილით გამოიმუშავებს. იგივე შეიძლება ითქვას რეიტინგის მესამე ადგილოსან დენ გილბერტზე, რომლის მფლობელობაშიც NBA-ის კლუბი “კლივლენდ კავალიერსია”, თუმცა 21.3 მილიარდიანი ქონების უდიდესი ნაწილი სესხების გამცემი კომპანიის “Rocket Mortgage-ის” საშუალებით აქვს გამომუშავებული. 

2023 წელს ყველაზე დიდი პროგრესი  “Cleveland Browns” და “Columbus Crew-ს” მფლობელმა ჯიმი ჰასლამმა განიცადა, რომელიც ტოპ 20-ში შევიდა. სატვირთო მანქანების გაჩერების ბიზნესის “Pilot Flying J-ის” თავმჯდომარე ჰასლამმა წელს დიდი მოგება ნახა მას შემდეგ, რაც Berkshire Hathaway-იმ მისი კომპანიის 41%-ისთვის სოლიდური 8.2 მილიარდი დოლარი გადაიხადა.

სპორტული კლუბების შეძენა, რომ რთული ოპერაციაა და შემდგომ მათი მართვა კიდევ უფრო რთული ჩამონათვალსაც კარგად ეტყობა, რადგან ჯოშ ჰარისმა, რომელმაც გასულ ზაფხულს სპორტის ისტორიაში უდიდეს თანხად 6.05 მილიარდ დოლარად ამერიკული ფეხბურთის გუნდი “Washington Commanders” შეიძინა უმდიდრესი ამერიკელი მფლობელების 20-ეულშიც ვერ მოხვდა, რადგან სტეფენ ბისკიოტის 7.2 მილიარდიან ქონებას 300 მილიონით ჩამორჩა.

ჯამში წლევანდელ 20-ეულში შესული მფლობელების საერთო ქონება ჯამში 382 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 10%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებელზე. რეიტინგში შესული მილიარდერები ფლობენ 11 ამერიკული ფეხბურთის, 9 საფეხბურთო, 8 საკალათბურთო, 2 ჰოკეის და ერთ ბეისბოლის კლუბს.

უმდიდრესი ამერიკელი სპორტული კლუბების მმართველი ადამიანების ათეული კი ასე გამოიყურება:

1. სტივ ბალმერი
სპორტული კლუბი: “Los Angeles Clippers”
შემოსავლის მთავარი წყარო: “Microsoft”
ქონება: 101 მილიარდი დოლარი

2. რობ უოლტონი და მისი ოჯახი
სპორტული კლუბი: “Denver Broncos”
შემოსავლის მთავარი წყარო: “Walmart”
ქონება: 67.4 მილიარდი დოლარი

3. დანიელ გილბერტი
სპორტული კლუბი: “Cleavland Cavaliers”
შემოსავლის მთავარი წყარო: “Rocket Mortgage” (Quicken loans)
ქონება: 21.3 მილიარდი დოლარი

4. დევიდ ტეპპერი
სპორტული კლუბი: “Carolina Panthers”, “Charlotte FC”
შემოსავლის მთავარი წყარო: “Hedge Funds”
ქონება: 20,6 მილიარდი დოლარი

5. სტივ კოენი
სპორტული კლუბი: “New York Mets”
შემოსავლის მთავარი წყარო: “Hedge Funds”
ქონება: 19.8 მილიარდი დოლარი

6. ფილიპ ანშუტცი
სპორტული კლუბი: “Los Angeles Kings” “LA Galaxy”
შემოსავლის მთავარი წყარო: Energy, Sports, Entertainment
ქონება: 14.8 მილიარდი დოლარი

7. სტენლი კროენკე
სპორტული კლუბი: “Los Angeles Rams”, “Arsenal F.C”, “Denver Nuggets”, “Colorado Avalanche”, “Colorado Rapids”
შემოსავლის მთავარი წყარო: Sports, real estate
ქონება: 14.6 მილიარდი დოლარი

8. ჯერი ჯონსი
სპორტული კლუბი: “Dallas Cowboys”
შემოსავლის მთავარი წყარო: “Dallas Cowboys”
ქონება: 14.5 მილიარდი დოლარი

9. შაჰიდ ხანი
სპორტული კლუბი: “Jacksonville Jaguars”, “Fulham F.C.”
შემოსავლის მთავარი წყარო: Auto parts
ქონება: 12.2 მილიარდი დოლარი

10. რობერტ კრაფტი
სპორტული კლუბი: “New England Patriots”, “New England Revolution”
შემოსავლის მთავარი წყარო: Manufacturing, “New England Patriots”
ქონება: 11.1 მილიარდი დოლარი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები