გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თბილისის ევროპის ძიუდოს ჩემპიონატზე (+100 კგ) ფინალში ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა და კარიერაში მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი.
თუშიშვილის გამარჯვება საქართველოს ნაკრებისთვის ტურნირზე უკვე მეოთხე ოქროს მედალია.
საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში შვიდი მედალი მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონები გახდნენ:
- ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ);
- ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ);
- ლუკა მაისურაძე (90 კგ);
- გურამ თუშიშვილი (+100 კგ).
ვერცხლის მედლები მოიპოვეს:
- გიორგი სარდალაშვილი (60 კგ);
- ტატო გრიგალაშვილი (81 კგ);
ბრინჯაოს მედალს დაეუფლა:
-
ილია სულამანიძე (100 კგ).
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა და ტურნირი ისტორიული შედეგით დაასრულა.




























