მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს განათლებასა და მეცნიერებაზე 2.5 მლრდ ლარი დაიხარჯება

6375fbdac99fb
BM.GE
17.11.22 13:12
1185
2023 ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით გათვალისწინებულ დაფინანსებაზე. მისი თქმით, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება მომავალ წელს იზრდება 370 მილიონი ლარით და 2 მილიარდ 550 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის:

სკოლამდელი განათლების დაფინანსება შეადგენს 490 მილიონ ლარს - გათვალისწინებულია საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასების 100 ლარით ზრდა;

ზოგადი განათლების დაფინანსება შეადგენს 1 მილიარდ 655 მილიონ ლარს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება:

სტატუსის მქონე მასწავლებელთა, ასევე სპეც. მასწავლებელთა დანამატის ზრდა 125 ლარით;

სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა;

სკოლის მანდატურის ხელფასების ზრდა 125 ლარით;

სკოლის ფსიქოლოგებისა და სოც. მუშაკების ხელფასების 10%-იანი ზრდა;

"სკოლის მასწავლებელთა დეკრეტული შვებულების 6 თვის ხელფასის დაფინანსება - მოგეხსენებათ, აქამდე მხოლოდ 1000 ლარის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ. ჯანდაცვისა და განათლების კომიტეტებთან კონსულტაციებით მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება", - თქვა ლაშა ხუციშვილმა;

ამასთან, ბიუჯეტის პროექტით, იწყება 500 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რისთვისაც 2023 წელს გათვალისწინებულია 300 მილიონი ლარი;

პროფესიული განათლების დაფინანსება შეადგენს 155 მლნ ლარს: გათვალისწინებულია მასწავლებელთა საათობრივი ანაზღაურების ზრდა 15-დან 18 ლარამდე; ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 55 მილიონ ლარზე მეტი;

პროექტის თანახმად, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე მიიმართება 250 მილიონ ლარზე მეტი.