მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლიდან ბანკებისთვის საგადასახადო ტვირთი იზრდება - ალექსანდრე ძნელაძე

63c80df9175c1
შოთა ტყეშელაშვილი
19.01.23 00:00
608
2023 წლიდან კომერციული ბანკებისთვის შეცვლილი საგადასახადო რეჟიმი ამოქმედდა. მოგების გადასახადი, რაც 15%-ს შეადგენდა 20%-მდე გაიზარდა. ამასთანავე, საგადასახადო მიმართულებით ბანკებისთვის აღრიცხვიანობის წესებიც იცვლება, რაც საერთაშორისო IFRS ნორმებზე გადასვლას უკავშირდება.

გადაცემა საქმის კურსის ეთერში საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ ისაუბრა. მისი თქმით, წელს ბანკებისთვის მთავარი ცვლილება სწორედ გაზრდილი გადასახადები იქნება. ამასთან, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი წელს დოლარსა და ევროში საპროცენტო განაკვეთების ზრდაზე საუბრობს.

“2023 წლიდან გადავადდა ესტონური მოდელი. მოგების გადასახადის ფორმირებამ გამოიწვია გარკვეულწილად საგადასახადო ტვირთის ზრდა საბანკო სექტორისთვის და ეს 2023 წლიდან იქნება ამ სექტორისთვის. ამასვე დაემთხვა IFRS აღრიცხვის სტანდარტზე გადასვლა, რაც ასევე დამატებით ტვირთს იწვევს საგადასახადო წნეხის სახით. IFRS-ზე გადასვლა ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა და მასთან დაკავშირებული გადასახადის გადახდა ადრე თუ გვიან მოხდებოდა.

დღეს საბანკო სექტორი პრაქტიკულად მშპ-ის ზომის არის. ეკონომიკის რეალური ასახვა არის მეორე მხარეს. დოლარიზაცია ნარჩუნდება საკმაოდ მაღალ მაჩვენებელზე, თუმცა ტენდენცია არის შემცირებისკენ.

ამასთან უნდა ვთქვათ, რომ როგორც დოლარზე, ასევე ევროზე საპროცენტო განაკვეთების მატება იქნება ლარიზაციის ხელშემწყობი. ასევე განაკვეთების ზრდა გარკვეული რისკ-ფაქტორიც გახდა უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებისა,”- განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები