საქართველოში ბოცების, ბოთლების და სხვა მინის ტევადობების იმპორტი მზარდია და გასულ წელს რეკორდული მოცულობის იყო.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველომ 155 959 ტონა ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები იყიდა, რაშიც 71.7 მლნ დოლარი გადაიხადა. 2023 წელს იმპორტმა 149 823 ტონა, 78.6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც იმპორტის გაიაფებაზე მეტყველებს.
პროდუქტის ნომერ პირველ მომწოდებლად რუსეთი რჩება. უფრო დეტალურად, ყველაზე მეტი ბოთლი შემდეგი 5 ქვეყნებისგან ვიყიდეთ:
- რუსეთი - $41.4 მლნ, 100 528.6 ტონა;
- სომხეთი - $20.2 მლნ, 46 022.6 ტონა;
- უკრაინა - $1.6 მლნ, 2 056.9 ტონა
- თურქეთი - $1.7 მლნ, 2 045.6 ტონა;
- ჩინეთი - $733 ათასი2.7 მლნ, 1 130.7 ტონა.
2025 წლის ორ თვეში ბოცების, ბოთლების და სხვა მინის ტევადობების იმპორტმა 15 199 ტონა შეადგინა ($7.4 მლნ). გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი უფრო მაღალი იყო და 24 115 ტონას შეადგენდა ($10.3 მლნ).