ამერიკის მთავარმა საფეხბურთო ლიგამ სარეკორდო ნიშნულს მიაღწია სპონსორების თვალსაზრისით, რაც იმითაცაა გამოწვეული, რომ წელს ადგილობრივი ჩემპიონატის თამაშებს 11,5 მილიონი ადამიანი დაესწრო.
საშუალო მაჩვენებელი, რომ ავიღოთ თითო მატჩს 23 ათასზე მეტი გულშემატკივარი ადევნებს თვალს მოედნიდან, რაც ასევე ჩემპიონატის ისტორიაში უმაღლესი შედეგია და 2024 წელს მსოფლიოს ტოპ სამ ლიგაში უჩენს ადგილს.
ამასთან, გაზრდილია MLS-ის სოციალური მედიის მომხმარებლების რაოდენობაც. მაგალითისთვის “ინტერ მაიამი” ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე ყველაზე გამოწერადი სპორტული გუნდია ტიკ-ტოკზე (9,4 მილიონი გამომწერი) და მესამე ყველაზე გამოწერადი ინსტაგრამზე (17,2 მილიონი გამომწერი).
10-მა კლუბმა მიაღწია დასწრებადობის თვალსაზრისით სარეკორდო ნიშნულს, ხოლო 213 მატჩმა სულაც ანშლაგით ჩაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ MLS-ის სტადიონები მთელი სეზონის განმავლობაში 94%-ით გავსებული იყო.
MLS-ის ხელმძღვანელები ელოდებიან, რომ საპლეიოფო თამაშების დასრულების შემდეგ (7 დეკემბერი) დამსწრე აუდიტორიის რაოდენობა კიდევ ნახევარი მილიონით გაიზრდება და 12 მილიონს გადააჭარბებს.