მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკაში მესი ყველაზე პოპულარულ სპორტსმენად დასახელდა

მესი აშშ

კომპანია SSRS, უკვე 30 წლის მანძილზე თვეში ერთხელ ამერიკელ ქომაგებში გამოკითხვას ატარებს, თუ რომელი სპორტსმენია მათი ფავორიტი და შემდეგ 3 თვეში ერთხელ შედეგებს აჯამებს.

უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ამ წოდებას მხოლოდ 7 სპორტსმენი ინაწილებდა: მაიკლ ჯორდანი, პეიტონ მენინგი, ტაიგერ ვუდსი, ტომ ბრეიდი, კობი ბრაიანტი, ლებრონ ჯეიმსი და სტეფ კარი.

მესის აშშ-ში გადასვლის შემდეგ 2023 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემებით ის ყველაზე პოპულარული სპორტსმენია კონტინენტზე, ხოლო პირველი ფეხბურთელი, რომელიც მოცემულ რეიტინგს ჩაუდგა სათავეში.
მას შემდეგ, რაც “ინტერ მაიამიმ” მესი შეიძინა გუნდის ფანბაზა 4-ჯერ გაიზარდა და მან ბევრად ტრადიციულ “ლოს ანჯელეს გალაქსის” გადაასწრო.

SSRS-მა გუნდებს შორისაც ჩაატარა გამოკითხვა და ამ შემთხვევაში ამერიკულ საზოგადოებაში მაიამურ კლუბზე პოპულარული მხოლოდ მადრიდის “რეალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ბარსელონაა”.
შეგახსენებთ, რომ ამერიკული MLS-ის რეგულარული სეზონი 17 თებერვალს დაიწყო და 19 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ხოლო პლეიოფები ოქტომბრიდან 7 დეკემბრამდე გასტანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები