საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2024 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტი წარუდგინა. განახლებული პროექტით საქართველოს მთავრობა წელს გადასახადების გეგმას 1.07 მილიარდი ლარით ზრდის, რის შედეგადაც, წელს სახელმწიფო ბიუჯეტში 20.2 მილიარდი ლარის გადასახადების მობილიზაცია იგეგმება.
ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული განმარტებითი ბარათის თანახმად, ბიუჯეტის პარამეტრების ზრდა განაპირობა მოსალოდნელზე მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ, რადგანაც ბიუჯეტის თავდაპირველი პროექტი 5.2%-იან ეკონომიკურ ზრდაზე იყო გათვლილი, ხოლო კორექტირებული ვერსიით მშპ-ის საპროგნოზო ზრდა 9%-ია. შესაბამისად გაზრდილია ძირითადი გადასახადების მობილიზაციის გეგმაც.
განახლებული საგადასახადო გეგმა ასე ნაწილდება:
- დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 7,541,100,000 ლარით (იზრდება 152.8 მლნ ლარით);
- საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრება 6,598,900,000 ლარით (იზრდება 253.8 მლნ ლარით);
- მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3,070,000,000 ლარით (იზრდება 380 მლნ ლარით);
- აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2,380,000,000 ლარის ოდენობით (იზრდება 5.0 მლნ ლარით);
- იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 135,000,000 ლარით (მცირდება 15 მლნ ლარით);
ამასთან, მთავრობა პრივატიზაციის სახით მისაღები თანხის 100 მილიონი ლარით, 300 მილიონ ლარამდე ზრდას გეგმავს.
გაზრდილი შემოსავლებით საქართველოს მთავრობა 2024 წლის ბიუჯეტის ასიგნებების 900 მილიონი ლარით ზრდას გეგმავს. მათ შორის ყველაზე მეტად - 240 მილიონი ლარით გაიზრდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება და ის 8 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, 347 მილიონი ლარით იზრდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი, ხოლო განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტს 37 მილიონი ლარი ემატება. ამასთან, 18.7 მილიონი ლარით მცირდება ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი.
უწყებების მიხედვით ბიუჯეტის ცვლილება ასეთია:
დასახელება | 2024 წლის განახლებული პროექტი (ლარები) | ზრდა/კლება არსებულ ბიუჯეტთან (ლარები) |
სულ ასიგნებების ჯამი | 25,930,420,700 | 900,000,000 |
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო |
8,069,150,000 | 240,000,000 |
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო | 3,747,700,000 | 347,000,000 |
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო | 2,545,044,000 | 37,000,000 |
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო | 1,590,000,000 | 210,000,000 |
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო | 1,280,000,000 | 20,000,000 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო |
782,300,000 | -18,700,000 |
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო |
738,000,000 | 50,000,000 |
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო | 506,456,000 | 34,500,000 |
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო | 423,685,000 | 9,000,000 |
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური | 215,000,000 | 5,000,000 |
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო | 189,700,000 | 2,200,000 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია | 171,219,000 | 0 |
საერთო სასამართლოები | 137,500,000 | 0 |
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო | 114,000,000 | 0 |
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური |
102,000,000 | 0 |
სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებელი | 101,190,000 | 0 |
საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები |
86,636,000 | 0 |
საქართველოს პროკურატურა | 63,200,000 | 0 |
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია | 27,000,000 | 0 |
საქართველოს საპატრიარქო | 25,000,000 | 0 |
სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური – საქსტატი |
24,000,000 | 0 |
სახელმწიფო აუდიტის სამსახური | 23,290,700 | 0 |
საქართველოს დაზვერვის სამსახური | 21,000,000 | 0 |
სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური | 19,000,000 | 0 |
სპეციალური საგამოძიებო სამსახური | 18,000,000 | 0 |
საქართველოს უზენაესი სასამართლო | 17,400,000 | 0 |
სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო | 15,000,000 | 0 |
სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური | 12,500,000 | 0 |
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი | 11,500,000 | 0 |
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო | 10,560,000 | 0 |
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია | 9,600,000 | 0 |
სსიპ - ანტიკორუფციული ბიურო | 8,500,000 | 0 |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური | 8,000,000 | 0 |
სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო | 6,500,000 | 0 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო | 6,200,000 | 0 |
სსიპ - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო | 5,500,000 | 0 |
სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია |
5,260,000 | 0 |
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი | 4,800,000 | 0 |
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი |
4,000,000 | 0 |
სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური |
4,000,000 | 0 |
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ- ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია |
3,300,000 | 0 |
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა | 2,180,000 | 0 |
სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო | 1,900,000 | 0 |
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში |
1,450,000 | 0 |
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში |
1,400,000 | 0 |
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში |
1,380,000 | 0 |
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში |
1,190,000 | 0 |
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში |
1,160,000 | 0 |
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში |
1,120,000 | 0 |
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში |
1,120,000 | 0 |
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში | 1,100,000 | 0 |
სსიპ - სახელმწიფო ენის დეპარტამენტი | 1,100,000 | 0 |
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში | 1,080,000 | 0 |
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი | 850,000 | 0 |
სსიპ - საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო | 600,000 | 0 |
საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები |
4,760,100,000 | -36,000,000 |