მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს ობლიგაციების ბაზარზე მეტად ვიქნებით წარმოდგენილი - გოგა მელიქიძე საპენსიო დანაზოგების ინვესტირებაზე

საპენსიო სააგენტო

საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე აცხადებს, რომ საპენსიო სისტემაში განთავსებული საპენსიო დანაზოგები 2024 წელს ობლიგაციების ბაზარზე მეტად იქნება წარმოდგენილი.

როგორც მან საპენსიო სააგენტოს მიერ 2023 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ მედიასთან აღნიშნა, დანაზოგებით სააგენტომ მათ შორის ქართული კომპანიების ობლიგაციებიც შეიძინა.

„ობლიგაციების ბაზარი ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია. მიმდინარე წელს ჩვენ 4 ობლიგაციები ვიყიდეთ „საქართველოს ლიზინგისა“ და „საქართველოს კაპიტალის“ ობლიგაციები. შემდეგ წელს ვიცით, რომ ემისიები უფრო მეტად აქტიური იქნება და ჩვენ ობლიგაციების ბაზარზე მნიშვნელოვნად ვიქნებით წარმოდგენილები. დეპოზიტების ბაზარიც საინტერესოა, სახაზინო ობლიგაციებისაც და ობლიგაციებისაც“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის 20 დეკემბრის მონაცემებით, საპენსიო ფონდის მონაწილეთა რაოდენობა 1 297 000-ია. საპენსიო აქტივების ჯამური ზომა 4.3 მლრდ ლარია, ხოლო ფონდის გაშვებიდან დღემდე საინვესტიციო მოგებამ 834 მლნ ლარი შეადგინა. აქედან 401 მლნ ლარი 2023 წელს მიღებული საინვესტიციო მოგებაა. საპენსიო აქტივების 80% საქართველოში, საბანკო დეპოზიტებსა და სახაზინო ობლიგაციებში, 19.2% ანუ 823.8 მილიონი ლარი კი გლობალური აქციების პორტფელშია ინვესტირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები