2024 წელს სამუშაო ადგილზე ინციდენტის შედეგად მშენებლობის სფეროში ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და დაშავდა.
შრომის ინსპექციის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს სამუშაო იცვალა 33 კაცი და დაშავდა 257 პირი. გარდაცვლილებიდან 3 შრომითი იმიგრანტი იყო. სამუშაო ადგილზე მომხდარი ინციდენტების შედეგად დაშავებულთაგან 59 ქალი და 198 კაცია.
ეკონომიკური საქმიანობების მიხედვით, მშენებლობის დარგში მომუშავე 23 ადამიანი გარდაიცვალა, დამმუშავებელ მრეწველობაში -5, ენერგეტიკის სექტორში - 3, წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვის და სამთომოპოვებით მრეწველობაში კი 1-1.
ამასთან სამუშაო ადგილზე ყველაზე მეტი 58 ადამიანი მშენებლობაში დაშავდა, მეორე ადგილს ვაჭრობა 49 დაშავებულით, მესამეზე კი დამმუშავებელი მრეწველობაა 44 დაშავებულით. დაშავების 41 შემთხვევა დაფიქსირდა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში.




























