2024 წელს საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის m&i Tbilisi 2024 მასპინძელი ქვეყანა იქნება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება საერთაშორისო ფორუმის მენეჯმენტმა მიიღო.
საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს 4 დღის განმავლობაში ევროპიდან და დიდი ბრიტანეთიდან 100-ზე მეტი ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე (ე.წ Buyer) ორგანიზაციების წარმომადგენლები და მსხვილი ტურისტული კომპანიები ეწვევიან. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებს 150-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ მჭიდრო კავშირი მოწინავე ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებთან.