სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3 587 ადამიანს მიენიჭა, რაც 476-ით ნაკლებია, ვიდრე 2023 წლის 12 თვეში.
საქსტატის ინფორმაციით, წინა მოქალაქეობის ქვეყნის მიხედვით, ყველაზე მეტი - 2 361 ადამიანი - რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო. ათეული კი ასე ნაწილდება:
| წინა მოქალაქეობის ქვეყანა | 2024 |
| რუსეთის ფედერაცია |
2361 |
| გერმანია | 251 |
| უკრაინა | 175 |
| ისრაელი | 141 |
| სომხეთი | 131 |
| ამერიკის შეერთებული შტატები | 110 |
| თურქეთი | 97 |
| საბერძნეთი | 65 |
| გაერთიანებული სამეფო | 32 |
| სხვა ქვეყანა/მოქალაქეობის არ მქონე | 185/29 |
საქსტატის თანახმადვე, ბოლო 10 წელიწადში საქართველოს მოქალაქეობა 36 728 ადამიანმა მიიღო.
2015 - 4,016
2016 - 4,879
2017 - 4,447
2018 - 4,019
2019 - 2,991
2020 - 2,324
2021 - 2,485
2022 - 4,869
2023 - 3,111
2024 - 3,587




























