მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს საქართველოს ტრანსპორტის სექტორში $97,4 მილიონის FDI შემოვიდა - TOP-10 ინვესტორი კომპანია

თბილისის მშრალი პორტი

2024 წელს საქართველოს ტრანსპორტის და დასაწყობების დარგში 97,4 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო.

საქსტატის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი FDI ამ დარგში მეზობელი აზერბაიჯანიდან განხორციელდა. მეორე ადგილზეა თურქეთი 17.5 მილიონით, მესამეზე - არაბთა გაერთიანებული საამიროები 16.4 მილიონი დოლარით. ხუთეულის ბოლოში კი, შვეიცარია და გაერთიანებული სამეფო არიან, შესაბამისად, 6 და 5 მილიონი დოლარის FDI-ით.

BMG-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, შარშან ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორში 16 მილიონის დოლარის ინვესტიციის გადინებას ჰქონდა ადგილი, რაც მოიაზრებს ამ დარგის კატეგორიაში მყოფ ქართულ კომპანიებში უცხოელი ინვესტორის მიერ კაპიტალის შემცირებას, დივიდენდის გაცემას, სესხის დაფარვას ან უცხოელების მიერ წილების გაყიდვას ანუ კომპანიის ე.წ. „გაქართულებას“ და ა.შ.

ინვესტორი ქვეყნების სამეულში არაბთა გაერთიანებული საამიროების მოხვედრა, სავარაუდოდ, უკავშირდება „თბილისის მშრალი პორტის“ პროექტს, რომელსაც კომპანია „თბილისი დრაი პორტ - ინვესტმენტი“ ახორციელებს.

I ფაზაში $20 მლნ ჩაიდო - როდის გაიხსნება "თბილისის მშრალი პორტი"?

აღნიშნული კომპანია იმ ინვესტორების ათეულშია, რომელთაც ტრანსპორტის და დასაწყობების დარგში შარშან ყველაზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს.

TOP-10 კომპანიას შორის ასევე არიან: შპს შავი ზღვის ტერმინალი, შპს ემ-ეს-სი ჯორჯია, შპს ტავ ურბან საქართველო, შპს ბათუმის ნავთობტერმინალი, შპს მედლოგ ჯორჯია, შპს გებრიუდერ ვაის, შპს ინტერვეგ ლოჯისტიკს, შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი, ვიბრო დიაგნოსტიკ.

შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები