საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ში ელიან, რომ 2024 წელს 2023 წელთან შედარებით ქვეყანაში შემომავალი ფულადი გზავნილების ნაკადი 18%-ით შემცირდება და მთლიანი გზავნილები 3.4 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ნაცვლად 2023 წელს არსებული 4.1 მილიარდი დოლარისა.
სულ 2024 წლის 10 თვეში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 2.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 731 მილიონი დოლარით, ანუ 21%-ით ნაკლებია. ეს კლება რუსეთის ფედერაციიდან გზავნილების 65%-იან კლებას (901 მილიონი დოლარით შემცირებას) უკავშირდება, თუმცა სანაცვლოდ გაზრდილია ფულადი გზავნილები აშშ-დან, იტალიიდან, საბერძნეთიდა და სხვა ქვეყნებიდან. მთლიანობაში 2024 წლის განმავლობაში კი Galt & Taggart-ი მოელის რომ წელს გზავნილების შემცირება 18% იქნება.
2024 წლის პირველ 10 თვეში საქართველოში შემდეგი მოცულობის თანხები გადმორიცხეს:
# | ქვეყანა | 2024 წლის 10 თვეში გადმორიცხული თანხა, მლნ დოლარი | სხვაობა წინა წელთან |
1 | რუსეთის ფედერაცია | $480 | -65% |
2 | იტალია | $471 | 10% |
3 | აშშ | $467 | 25% |
4 | გერმანია | $220 | 16% |
5 | საბერძნეთი | $218 | 8% |
6 | ისრაელი | $204 | 16% |
7 | ყაზახეთი | $101 | -39% |
8 | თურქეთი | $84 | -14% |
9 | ყირგიზეთი | $58 | 33% |
10 | ესპანეთი | $58 | 13% |
11 | ირლანდია | $53 | 37% |
12 | საფრანგეთი | $49 | 12% |
13 | გაერთიანებული სამეფო | $41 | 1% |
14 | აზერბაიჯანი | $36 | -7% |
15 | პოლონეთი | $29 | 14% |
16 | კანადა | $21 | 2% |
17 | არაბთა გაერთიანებული საამიროები | $17.4 | 17% |
18 | კვიპროსი | $16.9 | 3% |
19 | ნიდერლანდები | $14.6 | 4% |
20 | იორდანია | $13.4 | 56% |