2024 წელს საქართველომ 155.1 მლნ აშშ დოლარის საფრენი აპარატები იყიდა, რაც 293.9%-ით მეტია 2023 წლის მონაცემებზე. სტატისტიკის მიხედვით საქართველომ გასულ წელს 38.5 მილიონი დოლარის ღირებულების საფრენი აპარატები შეიძინა გერმანიიდან, ესტონეთიდან იმპორტი კი 35.5 მილიონი დოლარი იყო. ასევე 23 მილიონი დოლარის საფრენი აპარატების იმპორტი განხორციელდა ნიდერლანდებიდან.
იმპორტიდან 2024 წლის განმავლობაში რეექსპორტზე მხოლოდ 7.06 მლნ აშშ დოლარის საფრენი აპარატები გავიდა. აქედან 7 მლნ აშშ დოლარის რუმინეთში. 60 ათასი აშშ დოლარის კი, ყაზახეთში.
2024 წელს საქართველომ საფრენი აპარატები შემდეგი ქვეყნებიდან შეიძინა - ტოპ 5
- გერმანია - $38.5 მილიონი;
- ესტონეთი - $35.5 მილიონი;
- ნიდერლანდები - $23.01 მილიონი;
- თურქეთი - $22.8 მილიონი;
- კატარი - $22.01 მილიონი.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ავიაპარკის რეესტრს 2024 წლის განმავლობაში სულ 10 საფრენი ხომალდი დაემატა, მათ შორის ერთი ბორტი Boeing 777-200 ქართული ავიაკომპანია Myway-ის ბალანსზეა. ასევე თითო-თითო Boeing 767 შემოიყვანეს ავიაკომპანიებმა "ჯეო სქაიმ", "ჯორჯიან ეარვეისმა", "თბილისი ეარვეისმა" და "საქართველოს ავიახაზებმა".
2024 წელს საქართველოში შემდეგი საჰაერო ხომალდები დარეგისტრირდა:
| ავიაკომპანია | საჰაერო ხომალდი | საქართველოს სარეგისტრაციო (საბორტო) ნომერი | რეგისტრაციის თარიღი | ქარხნის გამოშვების წელი |
| შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი (Airline Geo Sky) | Boeing 767-300ER | 4L-GEL | 2024-11-01 | 2000 |
| შპს ჯორჯიან ეარვეისი (Georgian Airways) | Boeing 737-500 | 4L-TGI | 2024-07-31 | 1996 |
| შპს საქართველოს ავიახაზები (Georgian Airlines) | Boeing 767-300 | 4L-GMC | 2024-07-29 | 1991 |
| შპს თბილისი ეარვეისი (Tbilisi Airways) | Boeing 737-300 | 4L-SAM | 2024-06-18 | 1998 |
| შპს ჯორჯიან ეარვეისი (Georgian Airways) | Boeing 767-300 | 4L-GTR | 2024-06-07 | 2002 |
| შპს მაივეი ეარლაინს კო ლტდ (Myway Airlines) | Boeing 777-200 | 4L-MWB | 2024-04-24 | 2004 |
| შპს საქართველოს ავიახაზები (Georgian Airlines) | Boeing 767-300 | 4L-MLG | 2024-04-11 | 1995 |
| შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი (Airline Geo Sky) | Boeing 737-300 | 4L-UKA | 2024-02-01 | 1998 |
| შპს ჯორჯიან ეარვეისი (Georgian Airways) | Bombardier BD-700 Global Express | 4L-GTG | 2024-02-01 | 2016 |
2024 წელს საქართველოში რეგისტრირებული ყველა საჰაერო ხომალდი მეორადი მოხმარებისაა, მათ შორის ყველაზე ახალი "ჯორჯიან ეარვეისის" მიერ შეძენილი ბიზნეს ჯეტი Bombardier Global Express 700 იყო, რომელიც 2016 წელს არის წარმოებული.




























