მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელთან შედარებით ვაკანსიების ყველა კატეგორიაში კლება გვაქვს - PMC კვლევითი ცენტი

გრიგოლ ფანცულაია

2025 წლის აპრილში jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა წლიურად თითქმის 17%-ით შემცირდა, ასევე კლებაა მიმდინარე წლის ოთხი თვის მონაცემებითაც. კერძოდ, 2025 წლის თებერვლიდან აპრილის ჩათვლით, სულ 18 331 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 18%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

PMC კვლევითი ცენტრის პროექტის მენეჯერი გრიგოლ ფანცულაია BMGTV-ის ეთერში ამბობს, რომ ვაკანსიები შემცირდა ყველა კატეგორიაში.

"წინა წლის მონაცემებთან შედარებით შემცირება ყველა ჯგუფშია, არ არის ისეთი ჯგუფი, სადაც შემცირება არ გვაქვს. ყველაზე პოზიტიურ ტენდენციად შეიძლება შეფასდეს ის, რომ ფინანსების კატეგორიაში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 6%-ით არის შემცირებული, რადგან ყველა სხვა დანარჩენ ჯგუფში შემცირებაა 14-დან 20%-მდეა", - ამბობს PMC კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი.

თებერვალ-აპრილის პერიოდში Jobs.ge-ზე ჯამში 3 754 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების კატეგორიაში, რაც წლიურად 6%-იანი კლებაა. ყველაზე დიდი, 22%-იანი კლება დაფიქსირდა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები