მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის ცხრა თვეში ბიზნესს 1.8 მლრდ ლარის დღგ-ის ზედმეტობა დაუბრუნდა

ლარი

2024 წლის ცხრა თვეში ბიზნესს დღგ-ს ზედმეტობის სახით 1.8 მლრდ ლარი დაუბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

რაც შეეხება დღგ-ის იმ ნაწილს, რომელიც ბიუჯეტში დარჩა მისი მოცულობის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინა ინფორმაციას 20 ოქტომბერს გამოაქვეყნებს, 2024 წლის რვა თვეში კი დღგ-ის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხა 4.89 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც 9 თვის გეგმის 91% იყო.

ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბიზნესს დღგ-ის ზედმეტობის სახით 2023 წელს 2.33 მილიარდი დაუბრუნდა, 2022 წელს 2.26 მილიარდი ლარი იყო, 2021 წელს კი 1.93 მილიარდი ლარი. სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს დღგ-ის მეტობა 48,500 საწარმოს დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, გადასახადის გადამხდელებისთვის დღგ-ს დეკლარაციის საფუძველზე წარმოშობილი ზედმეტობის ავტომატურ რეჟიმში დაბრუნება 2019 წლის თებერვლიდან გახდა შესაძლებელი. თუ ადრე კომპანიებს დღგ-ს დაბრუნებისთვის მოთხოვნის წარდგენა უწევდათ, დღეს მათ თანხა ავტომატურად, ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე უბრუნდებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები