ვფიქრობთ, 2024 წლისთვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8,5%-ზე ჩამოვა, - ამის შესახებ Galt&Taggart-ის ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.
„მომავალი წლის ბოლოს ჩვენი პროგნოზი აჩვენებს 4,4%-იან ინფლაციას. ის, რომ ინფლაცია უფრო მაღალი აღმოჩნდა ამ მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენ დამოკიდებულებაც შევცვალეთ მონეტარული პოლიტიკის ტრაექტორიიდან გამომდინარე. ჩვენი მოლოდინი იყო, ვფიქრობდით, რომ 2024 წლისთვის 8%-მდე ჩამოსვლა რეალისტური იქნებოდა, მაგრამ ახლა ვფიქრობთ, რომ ამ მოვლენების ფონზე 0,5 პროცენტული პუნქტით ცოტა მაღალზე დარჩება და 8,5%-ზე ჩამოვა 2024 წლის ბოლოსთვის“, - განაცხადა ქავთარაძემ.
ინფორმაციისთვის, ბოლო სხდომაზე, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პუნქტით, 10 %-მდე შეამცირა.