მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლიდან, ევროპაში უვიზოდ მოგზაურობისთვის ETIAS-ის სისტემაში რეგისტრაცია იქნება საჭირო - რას ნიშნავს?

64898cf990afa
გიორგი არონია
14.06.23 17:24
2314

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმების ფარგლებში, მომავალი წლიდან, საქართველოს მოქალაქეებისთვის “ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემიდან“ (ETIAS) მგზავრობის წინასწარი დასტურის მიღება სავალდებულო გახდება. ამ სისტემაში რეგისტრაციას ითხოვენ, როგორც ევროკავშირის სახელმწიფოები, ასევე ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც ამ კავშირს მიღმა არიან, მათ შორის ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და ლიხტენშტაინი.

“ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემაში” რეგისტრაციას ზემოხსენებული ევროპული სახელმწიფოები 59 ქვეყნის მოქალაქეებისგან ითხოვენ. საქართველოსთან ერთად, ჩამონათვალში ვხვდებით ავსტრალიას, იაპონიას, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, გაერთიანებულ სამეფოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს.

ETIAS-ის ამოქმედების შემდეგ აპლიკანტები განაცხადის გაკეთებას ონლაინ, ვებგვერდიდან ან აპლიკაციის მეშვეობით შეძლებენ. სისტემაში რეგისტრაცია ფასიანია და მისი გადახდა სავალდებულოა 18-დან 70 წლამდე ასაკის ვიზიტორებისთვის - მომსახურების გადასახადი 7 ევროთი განისაზღვრა.

ცნობისთვის: ETIAS-ის სისტემაში სავალდებულო რეგისტრაციის პროცესი, თავდაპირველად, 2023 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ მიმდინარე წლის მარტში ის 2024 წლამდე გადავადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები