ვებგვერდების ჰოსტინგის სერვისს საქართველოში სულ 20-ზე მეტი კომპანია აწვდის. აღნიშნულ კომპანიებს კომუნიკაციების კომისიისთვის ჰოსტინგიდან საკუთარი შემოსავლების სტატისტიკა უკვე წარდგენილი აქვთ. ანგარიშების თანახმად, 2025 წლის განმავლობაში მათი შემოსავალი 40%-ით, ანუ 3.5 მილიონი ლარით გაიზარდა და 12.3 მილიონი ლარი შეადგინა.
ფინანსური ანგარიშების თანახმად, ქვეყანაში ვებგვერდების ჰოსტინგის სერვისს სულ 5 ძირითადი მიმწოდებელი ჰყავს, მათი შედეგები 2025 წლის განმავლობაში ასე ნაწილდება:
- იუ-ჯი-თი ჰოსტინგი - 3.7 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 61%;
- ქლაუდ ცხრა - 2.35 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 82%;
- პროსერვისი - 1.78 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 8%;
- გრენა - 1.6 ლარი, ზრდა წინა წელთან 16%;
- ექსპერტ სოლუშენს ჯორჯია - 751 ათასი ლარი, ზრდა წინა წელთან 0%.
2024 წელს ვებგვერდების ჰოსტინგის კომპანიების შემოსავლებმა სულ 8.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 31%-ით მეტი იყო.




























