მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს ბიუჯეტის შემოსავალი საერთაშორისო გრანტებიდან 91 მილიონი ლარით შემცირდება

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე, საბოლოო ვერსია წარუდგინა, რომლის მიხედვითაც 2024 წელთან შედარებით, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, უცხოეთის მთავრობებიდან და უცხოური ორგანიზაციებიდან მისაღები გრანტების მთლიანი მოცულობა 91 მილიონი ლარით მცირდება და 59.9 მილიონი ლარით განისაზღვრება. ამასთან, ბიუჯეტის გრანტების გეგმა შემცირებულია ბიუჯეტის მეორე წარდგენის პროექტთან შედარებითაც და ამ მხრივ კლება 366 ათასი ლარია.

ყველაზე მეტად მათ შორის ევროკავშირიდან მისაღები გრანტების მოცულობა შემცირდება, რაც დაკავშირებულია თავად EU-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან საქართველოსთვის განსაზღვრული 121 მილიონი ევროს სამწლიანი დაფინანსება შეაჩეროს, რაც მთავრობის მიერ დემოკრატიის უკუსვლას უკავშირდება.

საგრანტო დაფინანსების გეგმა 2025 წლისთვის ასე ნაწილდება:

საგრანტო პროექტის დასახელება 2024 წელს, ლარი 2025 წლის პროექტი, ლარი სხვაობა ლარი
ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU) 63,000,000 0 -63,000,000
ENPARD IV - ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის IV (EU) 16,900,000 0 -16,900,000
უნარების განვითარება და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა (EU) 12,600,000 0 -12,600,000
ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში (KfW) 11,500,000 7,500,000 -4,000,000
EU4 მდგრადი მმართველობა და მოქნილობა (EU) 7,500,000 0 -7,500,000
თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი (CEB, E5P) 5,300,000 6,000,000 700,000
აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, საქართველო (EU, KfW) 5,000,000 7,000,000 2,000,000
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამა (KfW) (EU-NIF, KfW) 3,000,000 2,534,000 -466,000
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა (DiMMA) (IFAD) 2,500,000 7,100,000 4,600,000
საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა (AFD, WB) 2,500,000 0 -2,500,000
ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება (EU, AFD) 2,400,000 2,000,000 -400,000
დაცული ტერიტორიების განვითარება (CNF, WB-TF) 2,300,000 2,500,000 200,000
საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის პროგრამა (KfW, EBRD) 2,300,000 0 -2,300,000
საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება (NEFCO, E5P) 2,000,000 7,500,000 5,500,000
იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (KfW) 2,000,000 450 -1,999,550
ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი (SIDA, EBRD) 1,600,000 0 -1,600,000
პროფესიული განათლების პროგრამა 1 (KfW) 1,500,000 1,900,000 400,000
ჩრდილოეთის რგოლი (EBRD), ნამახვანი - წყალტუბო - ლაჯანური (EU-NIF, EBRD, KfW) 1,450,000 500 -1,449,500
ქუთაისის წყალარინების პროექტი (EPTATF, EIB) 1,200,000 2,000,000 800,000
500 კვ ეგხ "წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი" (EU-NIF, KfW) 1,000,000 900 -999,100
მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (KfW) 1,000,000 500 -999,500
ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (ფაზა V) (KfW) 1,000,000 500 -999,500
ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამა (KfW) 700 100 -600
საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის პროგრამა (EBRD, KfW) 600 0 -600
გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება (EU-NIF, KfW) 150 0 -150
საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (ADB, AFD, EIB) 0 1,450,000 1,450,000
საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება (NEFCO, E5P) 0 0 0
საქართველოს მწვანე მიმართულებაზე გადასვლა (KfW, AFD) 0 975 975
მდგრადი ურბანული განვითარება - ურბანული მობილობა ბათუმში (KfW) 0 2,500,000 2,500,000
მდგრადი ურბანული მობილობა (KfW) 0 1,000,000 1,000,000
ენერგოეფექტურობის ღონისძიებები და შენობების ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან მიახლოება (KfW) 0 5,000,000 5,000,000

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები