მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი $700 მილიონით გაიზარდა - ვისი ვალი აქვს მთავრობას

დოლარი ლარი ფული

ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის საგარეო ვალი 9.3 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წლიურ ჭრილში 703 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.

ვალის ნაშთის ზრდა დაკავშირებულია ახალი სესხების აღებასთან, რომელთა შორისაც უმსხვილესი აზიის განვითარების ბათუმი-სარფის $360 მლნ დოლარის შეთანხმებაა. ასევე ვალის ზრდაზე გავლენა მოახდინა აშშ დოლარისა და ევროს კურსის ცვლილებამ. საქმე ისაა, რომ საქართველოს საგარეო ვალის 2/3 ევროში არის ნომინირებული, ხოლო 2025 წელს ევრო მკვეთრად გამყარდა, თუკი წინა წელს ერთი ევრო 1.04 დოლარი ღირდა, წელს ის 1.18 დოლარს შეადგენს, რაც დოლარში საქართველოს ვალის ნაშთის მოცულობასაც ცვლის.

კრედიტორთა შორის პირველ ადგილს აზიის განვითარების ბანკი იკავებს 2.56 მილიარდი დოლარით, მეორე პოზიციაზეა მსოფლიო ბანკი 2.3 მილიარდი დოლარით, მესამეზე კი ევროპის საინვესტიციო ბანკი 1.2 მილიარდი დოლარის კრედიტით. საქართველოს საგარეო ვალის უდიდესი ნაწილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობისთვის არის აღებული.

2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი ასე ნაწილდება:

კრედიტორი ვალის ნაშთი - მლნ დოლარი ცვლილება წინა წელთან შედარებით - მლნ დოლარი
აზიის განვითარების ბანკი (ADB) 2,561 მლნ დოლარი; 291 მლნ;
მსოფლიო ბანკი IBRD და IDA 2,296 მლნ დოლარი; 184 მლნ;
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) 1,208 მლნ დოლარი; 129 მლნ;
საფრანგეთი AFD 873 მლნ დოლარი; 107 მლნ;
გერმანია KFW 580 მლნ დოლარი; 23 მლნ;
ევრობონდი 500 მლნ დოლარი; 0 მლნ;
სების ვალი IMF-ის მიმართ 301 მლნ დოლარი; -50 მლნ;
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) 242 მლნ დოლარი; 30 მლნ;
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 231 მლნ დოლარი; 15 მლნ;
ევროკავშირი (EU) 157 მლნ დოლარი; 18 მლნ;
მთავრობის ვალი IMF-ის მიმართ 151 მლნ დოლარი; -25 მლნ;
იაპონია 113 მლნ დოლარი; -5.3 მლნ;
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) 37.5 მლნ დოლარი; 2.4 მლნ;
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) 16.4 მლნ დოლარი; 1.8 მლნ;
ავსტრია 9.7 მლნ დოლარი; -0.7 მლნ;
ქუვეითი 7.2 მლნ დოლარი; -1.8 მლნ;
სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) 4.7 მლნ დოლარი; 1.5 მლნ;
ამერიკის შეერთებული შტატები 4.0 მლნ დოლარი. -2.3 მლნ;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები