მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს საქართველოს ტურიზმიდან შემოსავალი $4.6 მლრდ-მდე გაეზარდა - Galt & Taggart-ის შეფასება

ტურიზმი

Galt & Taggart-ის შეფასებით, 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წლიურად 4.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საინვესტიციო ბანკის ბაზრის ყოველკვირეული განახლების მიხედვით, 2025 წლის დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 5.3%-ით გაიზარდა და 280 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

"ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს", - აღნიშნულია მიმოხილვაში.

საინვესტიციო ბანკში საქართველოს ტურიზმის სექტორზე ირანში არსებული ვითარების გავლენასაც აფასებენ.

"საქართველოს ირანთან ეკონომიკური დამოკიდებულება ძირითადად ტურიზმით შემოიფარგლება, სადაც ირანიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები 2025 წლის იანვარ-სექტემბერში მთლიანი შემოსავლების 2.7% შეადგენდა. ჩვენი შეფასებით, აღნიშნული დაბალი დამოკიდებულების გათვალისწინებით, ირანში მიმდინარე არასტაბილურობის გახანგრძლივების შემთხვევაში საქართველოს ტურიზმის სექტორზე გავლენა მინიმალური იქნება", - აღნიშნულია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები